ოლოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლოლი
Waldohreule in freier Wildbahn.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: ბუსნაირნი
ოჯახი: ბუსებრნი
გვარი: ყურებიანი ბუები
სახეობა: ოლოლი
ლათინური სახელი
Asio otus
დაცვის სტატუსი
არეალი
Asio otus dis.png

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ITIS 177932
NCBI 11810

ოლოლი, ყურებიანი ბუ (ლათ. Asio otus) — ფრინველი ბუსნაირთა რიგისა. ოლოლის სხეულის სიგრძეა 36-37 სმ, ფრთების შვილი 1 , მასა 250 გრამს აღწევს. აქვს შავი ნისკარტი და ბრჭყალები, თავზე წაგრძელებული ბუმბულები („ყურები“). ღამის ფრინველია. გავრცელებულია ევროპაში, მცირე აზიაში, ირანში, ქაშმირში, იაპონიაში, კორეაში, ჩინეთში, კანარის კუნძულებზე, ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკაში, ეთიოპიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში ბინადრობს დაბლობისა და მთის მაღალხეებიან ტყეებში, ვერტიკალურად 3 ათას მეტრს აღწევს. ბუდობს ხეებზე — უმთავრესად სხვა ფრინველთა ბუდეებში, იშვიათად ფუღუროში, მიწაზე. იკვებება თაგვისებრი მღრღნელებით (დღეში თითო ოლოლოს ულუფა 3 თაგვია) და მწერებით, რითაც სარგებლობა მოაქვთ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ოლოლი&oldid=3361993“-დან