ოკლენდის კუნძული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ოკლენდის კუნძული
მშობ. სახელი: ინგლ. Auckland Island
Auckland islands topo.png
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 50°43′ ს. გ. 166°06′ ა. გ. / 50.717° ს. გ. 166.100° ა. გ. / -50.717; 166.100
ფართობი 510 კმ²
სიგრძე 42 კმ
სიგანე 26 კმ
უმაღლესი წერტილი 650 მ
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2010)

ოკლენდი (ინგლ. Auckland Island) — სამხრეთ წყნარ ოკეანეში მდებარე ახალი ზელანდიის კუთვნილი, დაუსახლებელი ოკლენდის არქიპელაგის მთავარი კუნძული. ახალი ზელანდიის სხვა სუბანტარქტიკულ კუნძულებთან ერთად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს ახალი ზელანდიის სამხრეთი კუნძულის სამხრეთით. კუნძულის ფართობია — 510 კმ². სიგრძე — დაახლოებით 42 კმ. კუნძულის სამხრეთი დაბოლოება გაგანიერებულია 26 კილომეტრამდე. აქ კუნძულს კვეთს ვიწრო არხი, რომელიც მას ადამსის კუნძულისგან გამოყოფს. გამოირჩევა თავის ჩაშვებული კლიფებითა და უხეში ზედაპირით, რომლის უმაღლესი წერტილიც ზღვის დონიდან 650 მეტრზე იწევა. აღმოსავლეთ სანაპიროზე მრავალრიცხოვანი ფიორდები და ყურეებია. კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ლოვიტის კონცხი ხმელეთის ყველაზე დასავლეთი წერტილია, რომელიც ეკუთვნის ახალ ზელანდიას.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]