ოკლენდის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Auckland Islands | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 50°07′ ს. გ. 166°01′ ა. გ. / 50.117° ს. გ. 166.017° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 8 |
მთავარი კუნძული | ოკლენდის კუნძული |
ფართობი | 625,6 კმ² |
უმაღლესი წერტილი |
660 მ დიკის მთა |
ახალი ზელანდია | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2010) |
ოკლენდის კუნძულები (ინგლ. Auckland Islands, მაორ. Motu Maha or Maungahuka) — ვულკანური არქიპელაგი ახალი ზელანდიის სუბანტარქტიკული კუნძულების შემადგენლობაში. მდებარეობს სამხრეთ კუნძულის პორტ ბლაფიდან 465 კმ-ის დაშორებით. კუნძულებზე არ არსებობს ადამიანთა მუდმივი დასახლებები, მაცხოვრებლებს სამეცნიერო ექსპედიციების წევრები წარმოადგენენ. ეკოლოგიურად მიეკუთვნება ანტიპოდის სუბანტარქტიკულ კუნძულთა ტუნდრის ეკორეგიონს.
კუნძულთა ეს ჯგუფი ითვლება ახალი ზელანდიის გარე კუნძულებად და არის მისი ტერიტორია, მაგრამ კუნძულები არ არიან რომელიმე რეგიონის ან ოლქის ნაწილი, არამედ იმყოფებიან სპეციალური ორგანოს ინგლ. Area Outside Territorial Authority-ის უშუალო დაქვემდებარებაში.
ოკლენდის კუნძულები — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტია[1].
მთავარი კუნძულის, ოკლენდის ფართობი 510 კმ²-ია, სიგრძე 42 კმ.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულების ფართობი შეადგენს 625,6 კმ². სიმაღლე — ზღვის დონიდან 600 მეტრზე მეტი. არქიპელაგი შედგება ერთი დიდი ოკლენდის კუნძულისაგან, ადამსის კუნძულისაგან და ასევე პატარა კუნძულებისაგან და კლდეებისაგან:
- ოკლენდის კუნძული (Auckland Island) — (50°42′ ს. გ. 166°05′ ა. გ. / 50.700° ს. გ. 166.083° ა. გ.), 510 კმ²
- ადამსის კუნძული (Adams Island) — (50°52′59″ ს. გ. 166°04′59″ ა. გ. / 50.8833306° ს. გ. 166.0833306° ა. გ.), 97,3 კმ²
- კუნძული ენდერბი (Enderby Island) — (50°31′ ს. გ. 166°17′ ა. გ. / 50.517° ს. გ. 166.283° ა. გ.)
- კუნძული დისაპოინტმენტი (Disappointment Island) — (50°36′ ს. გ. 165°58′ ა. გ. / 50.60417° ს. გ. 165.97300° ა. გ.)
- კუნძული ევინგი (Ewing Island) — (50°31′43″S 166°18′14″E / 50.528557° ს. გ. 166.303812° ა. გ.)
- კუნძული როუზი (Rose Island) — (50°30′50″S 166°14′56″E / 50.514° ს. გ. 166.249° ა. გ.)
- კუნძული დანდასი (Dundas Island) — (50°34′28″S 166°19′14″E / 50.574516° ს. გ. 166.320591° ა. გ.)
- კუნძული გრინი (Green Island)
ფლორა წარმოდგენილია სუბანტარქტიკული ტყით (ძლიერი ქარების გამო) და დაფარულია ბალახით. ფაუნის წარმომადგენლებს შორის ძირითადად გავრცელებულია წყლის ცხოველთა სახეობები: ზღვის ლომი, ზღვის სპილო, სელაპი, ასევე პინგვინები და ზღვის ფრინველები.
XIX—XX საუკუნეებში გარედან შეყვანილი იყვნენ ძუძუმწოვრების სხვადასხვა სახეობები. 1990-იან წლებში ეკოლოგებმა სხვადასხვა გზით გაანადგურეს ძროხები, ცხვრები, თხები, ძაღლები, ოპოსუმები და ბოცვრები. მაგრამ დარჩნენ გარეული კატები და ღორები. უკანასკნელი ბოცვრები და თაგვები მოწამლეს 1993 წელს კუნძულ ენდერბიზე. საინტერესოა, რომ თაგვებმა მაინც ვერ შეძლეს აქ გამრავლება, თუმცა ამ განედის სხვა კუნძულებზე ისინი თითქმის ყველგან გვხვდებიან.
კუნძულებზე შექმნილია ზღვის ნაკრძალი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არსებობს რომდენიმე მტკიცებულება იმისა, რომ პოლინეზიელი ზღვაოსნები იყვნენ პირველი ხალხი, რომლებიც იყვნენ ამ კუნძულებზე. კუნძულ ენდერბიზე (არქიპელაგის ჩრდილოეთი ნაწილი) არქეოლოგებმა აღმოაჩინეს პოლინეზიური დასახლების კვალი, რომელიც დათარიღებულია დაახლოებით XIII — XIV საუკუნეებით. ეს პოლინეზიელების ყველაზე სამხრეთი დასახლებაა, რომელიც მეცნიერებს როდესმე უპოვიათ.
სავარაუდოდ ევროპელებმა არქიპელაგი აღმოაჩინეს 1806 წელს აბრაჰამ ბრისტოუს მეშვეობით.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულებზე არ არსებობს მუდმივი მოსახლეობა, მაგრამ ხშირად მას სტუმრობენ სამეცნიერო ექსპედიციები. 1942—1945 წლებში ოკლენდის კუნძულზე მოქმედებდა პოლარული სადგური. XIX საუკუნეში წამოიწყეს დასახლების შექმნის რამდენიმე წარუმატებელი ცდა, რასაც ძალიან უშლიდა ხელს მკაცრი კლიმატი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Auckland Islands Marine Reserve (New Zealand Department of Conservation)
- High Resolution Map დაარქივებული 2005-10-28 საიტზე Wayback Machine.
- A Map of the Islands დაარქივებული 2012-08-04 საიტზე Wayback Machine.
- Island Information დაარქივებული 2012-12-05 საიტზე Wayback Machine.
- Historical Timeline of the Auckland Islands დაარქივებული 2012-02-10 საიტზე Wayback Machine.