ადამსის კუნძული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ადამსის კუნძული
მშობ. სახელი: ინგლ. Adams
NZOffshoreIslandsMap.png
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 50°52′ ს. გ. 166°04′ ა. გ. / 50.867° ს. გ. 166.067° ა. გ. / -50.867; 166.067
ფართობი 97,3 კმ²
სანაპიროს სიგრძე 61,3 კმ
უმაღლესი წერტილი 705 მ
დიკის მთა
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2010)

ადამსის კუნძული (ინგლ. Adams) — ახალი ზელანდიის დაუსახლებელი კუნძული, ყველაზე სამხრეთით მდებარე ოკლენდის არქიპელაგში.

ახალი ზელანდიის სხვა სუბანტარქტიკულ კუნძულებთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.[1]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის სიგრძე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ დაახლოებით 17 კმ-ია, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ — დაახლოებით 9 კმ, სანაპირო ზოლის სიგრძე — 61,3 კმ[2], ფართობი — 97,3 კმ²[2]. უმაღლესი წერტილია დიკის მთა (ინგლ. Mount Dick) — ზღვის დონიდან 705 მეტრი[3]. არქიპელაგის მთავარი კუნძულიდან, ოკლენდის კუნძულისგან, კუნძული ადამსი გამოყოფილია ვიწრო სრუტით (სიგანე 2,3 კმ-დან 0,57 კმ-მდე), რომლის ძირითადი ნაწილია ქარნლის უბე (ინგლ. Carnley Harbour). აღნიშნული სრუტე ჩამქრალი ვულკანის კრატერის ნაშთია.

კუნძული იშვიათი ფრინველების ნაკრძალური ზონაა (ინგლ. Important Bird Area), რომელსაც ორგანიზაციას უკეთებს ფრინველთა დაცვისა და მათი საცხოვრებელი გარემოს შენახვის საერთაშორისო ორგანიზაცია BirdLife International. კუნძულის ტერიტორიაზე ბუდობენ ისეთი ენდემები როგორიცაა ოკლენდის იხვი (ლათ. Anas aucklandica)[4], ინგლ. Auckland Snipe[5], ინგლ. Auckland Shag[6] და ინგლ. Auckland Rail[7].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მსოფლიო მემკვიდრეობა. ობიექტი 877
  2. 2.0 2.1 კუნძულის მონაცემები საიტზე islands.unep.ch
  3. 70south site
  4. ოკლენდის იხვი საიტზე birdlife.org
  5. Auckland Snipe საიტზე birdlife.org
  6. Auckland Shag საიტზე birdlife.org
  7. Auckland Rail საიტზე birdlife.org