შინაარსზე გადასვლა

ოზანის მეჩეთი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერ. Ozan məscidi
ოზანის მეჩეთი
მდებარეობა განჯა, აზერბაიჯანი
არქიტექტორი ჰაჯი აბასლი
სტილი არანის არქიტექტურული სკოლა
თარიღდება 1884

ოზანის მეჩეთი (აზერ. Ozan məscidi) — XIX საუკუნის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში.

ოზანის მეჩეთი აიგო ქალაქ გიანჯის ოზანის კვარტალში. კვარტლის მაცხოვრებლები იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას მეჩეთის მშენებლობაში, რომელიც ეკუთვნის 1884 წელს. მეჩეთს სხვანაირად ჰაჯი აბასლის მეჩეთსაც ეძახიან. შესასვლელთან შემონახულია ქითაბე არაბულ ენაზე. ქითაბეს წყალობით შესაძლებელი გახდა მეჩეთის აშენების თარიღის დადგენა, მაგრამ წარწერის დაზიანების გამო არ არის ცნობილი არქიტექტორის ვინაობა.[1][2]

ჟურნალ „მოლა ნასრედინი“ 1907 წლის მეთორმეტე ნომერში იტყობინებოდა, რომ 1906 წელს ოზანის კვარტლის მაცხოვრებლებმა შეაგროვეს 2000 მანათი მეჩეთის შენობის გასარემონტებლად.

მეჩეთი ფუნქციონირებდა და ემსახურებოდა მორწმუნეებს 1920 წლამდე. 1920 წელს გიანჯის ამბოხების დროს მეჩეთი ნაწილობრივ იქნა დანგრეული. აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მეჩეთი დაიხურა, ისევე როგორც ბევრი სხვა რელიგიური დაწესებულება.

2001 წლის 2 აგვისტოს ოზანის მეჩეთი შეიტანეს ადგილობრივი მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის უძრავი ძეგლების სიაში.

1979 წელს ოზანის მეჩეთი აღდგენილ იქნა.

2007 წელს ჩატარდა მეჩეთის სარესტავრაციო სამუშაოები.

  1. F.Əhmədov, "Gəncənin tarixi yaddaşı"
  2. S.Şükürov "Gəncənin tarixi abidələrindən"
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოზანის_მეჩეთი“-დან