მოლა ნასრედინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მოლა ნასრედინი
აზერ. Molla Nəsrəddin
Molla Nasreddin.jpg
გამომცემელი: ჯალილ მამედყულიზადე
დაარსდა: 1906
ენა: აზერბაიჯანული ენა
შეწყვიტა გამოცემა: 1931
სათავო ოფისი: ტფილისი (1906-1914, 1917), თავრიზი (1921), ბაქო (1922-1931)

მოლა ნასრედინი (აზერ. Molla Nəsrəddin) — ყოველკვირეული აზერბაიჯანული ილუსტრირებული სატირისტული ჟურნალი, გამოიცემოდა ტფილისში (1906—1914, 1917), თავრიზში (1921) და ბაქოში (1922—1931).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

25 წლის განმავლობაში გამოიცა 748 ჟურნალი (340 — ტიფლისში, 8 — თავრიზში და 400 — ბაქოში). ჟურნალი დაფუძნდა ჯალილ მამედყულიზადეს მიერ ტფილისში 1906 წელს. ჟურნალი გამოდიოდა 1912 წლის მარტამდე. 1913 წლის იანვარს ჟურნალის გამოცემა აღდგა, ხოლო 1914 წლის ოქტომბერში ჟურნალი დაიხურა. ჟურნალი მოლა ნასრედინის სახელით გამოთქვამდა მუშათა მოძრაობის იდეებს და 1905-1907 წლის რევოლუციურ აზრებს. ფართოდ იყო გავრცელებული მთელს ახლო აღმოსავლეთში და დიდ გავლენას ახდენდა დემოკრატიული ბეჭდვის ჩამოყალიბებაში. ჟურნალი მოუწოდებდა მუშა კლასს ბრძოლისაკენ და თავიანთი კანონიერი უფლებების დაცვისაკენ, გამოდიოდა ფეოდალურ-პატრიარქალური წესწყობილების წინააღმდეგ. 1917 წელს ჟურნალის გამოცემა აღდგა, ხოლო იმავე წელს დახურულ იქნა ცენზურის მიერ.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]