შინაარსზე გადასვლა

ნოღის წმინდა გიორგის ეკლესია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნოღის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მარტვილის მუნიციპალიტეტიში, სოფელ ნოღაში

ნოღის წმინდა გიორგის ეკლესია გუმბათიანი ტაძარია, სამი წრიული აფსიდით. თარიღდება XVIII საუკუნით. ნაგებია ადგილობრივი კლდის უსწორმასწორო ქვით, კირის დუღაბზე, მშენებლობაში გამოყენებულია შირიმის ქვაც. ტაძარს აქვს ხის კანკელი. სვეტები დგას ბაზისზე, რომელიც გადადის აფრიდან გუმბათოვანი გადახურვისაკენ. ტაძრის სამრეკლო, რომელიც თარიღდება XII საუკუნით, ნაგებია კარგად გათლილი კვადროვანი ქვით, შემაკავშირებელ მასალად გამოყენებულია კირის დუღაბი.

ეკლესია მთლიანად გარშემოვლებულია გალავნით. ტაძარს შესასვლელი აქვს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, სადაც ორივე კარის ზემოთ ქვის არქიტრავზე გამოსახულია წმინდა გიორგი. ტაძარს აქვს 7 სარკმელი: ჩრდილოეთიდან ორი, აღმოსავლეთიდან სამი და სამხრეთიდან ორი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8888