ნოსტრადამუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოსტრადამუსი
Nostradamus by Cesar.jpg
პოეტი, ექიმი, ალქიმიკოსი, ასტროლოგი და წინასწარმეტყველი.
მშობ. სახელი მიშელ დე ნოტრდამი
დაბ. თარიღი 14 დეკემბერი, 1503
ქალაქ სენ–რემი–ში
გარდ. თარიღი 2 ივლისი, 1566

მიშელ დე ნოტრდამი (ფრანგ. Michel de Notredame; დ. 14 ან 21 დეკემბერი 1503 — გ. 2 ივლისი 1566), ცნობილია ფსევდონიმით “ნოსტრადამუსი” — ფრანგი პოეტი, ექიმი და ალქიმიკოსი, ცნობილი თავისი წინასწარმეტყველებებით. ნოსტრადამუსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პოპულარულ წინასწარმეტყველად ითვლება. 1555 წელს მან გამოსცა წიგნი „წინასწარმეტყველებები“ (ფრანგ. Les Propheties)

წარმომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიშელ დე ნოტრდამი დაიბადა 1503 წლის 14 დეკემბერს ქალაქ სენ–რემიში, მონათლულ ებრაელთა ოჯახში. მისი მამა – ჟომ დე ნოტრდამი იყო ნოტარიუსი. მისი 2 დიდი ბაბუა – პიერ და ჟან სენ რემები იყვნენ ექიმები. მიშელის ნათესავის – სეზარ დე ნოტრდამის ნაშრომების თანახმად, ნოსტრადამუსის წინაპრები მსახურობდნენ კალაბრიის ჰერცოგის – რენე “მოწყალეს” კარზე მკურნალებად. ეს წინაპრები იყვნენ არაქრისტიანი ებრაელები, რომელთაც შემგომში მიიღეს ქრისტიანობა.

ექიმის კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიშელი სასწავლებლად გაემგზავრა 1518 წელს ავინიონში სადაც 3 წლის მერე მიიღო კულტურის მაგისტრის ხარისხი. 1529 წელს მოეწყო მონპელიეს სამედიცინო უნივერსიტეტში. იგი ხშირად ეხვეოდა პრობლემებში. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ იგი ზრდიდა აკრძალულ პრეპარატთა გამოყენების სიხშირეს.

1534 წელს მან მიიღო დოქტორის ხარისხი. ამ დროიდან მოყოლებული მისი ფსევდონიმი ხდება “ნოსტრადამუსი”(ლათ. Nostradamus). ამავე წელს იგი მიეგმზავრება სამოგზაუროდ, სადაც გაიცნობს ცნობილ ასტროლოგსა და მეცნიერს – ჟიულ სეზარ სკალიგერს(კერძოდ ქალაქ – აჟენში). ისინი მუშაობდნენ პროექტზე, რომლის დეტალებიც ჩვენთვის უცნობია.

1537 წელს შავმა ჭირმა იმსხვერპლა ნოსტრადამუსის ცოლი და შვილები.

1538 წელს მიშელსა და სეზარს შორის ხდება უთანმოება, რის შემდეგაც ნოსტრადამუსი ტოვებს ქალაქს. თუმცა მიუხედავად ამ უთანხმოებისა მიშელი გამორჩა რამდენიმე შხამიან ანტისემიტურ ეპიგრამას, სადაც ნახსენებია ნოსტრადამუსის იუდეველობა. მიშელი თავის უმცროს შვილს არქმევს სეზარს (სავარაუდოდ სკალიგერის პატივსაცემად).

1547 წელს იგი ქორწინდება ანე პონსარდზე. ამ ქორწინებით მეუღლე 6 შვილს სჩუქნის ნოსტრადამუსს.

ასტროლოგი და წინასწარმეტყველი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველასთვის მოულოდნელი იყო ნოსტრადამუსის ასტროლოგიითა და ექიმობით დაინტერესება.

1555 წელს მან გამოსცა ასტროლოგიური ალმანახი. ამავე წელს მან გამოსცა თავისი წინასწარმეტყველებანი, რომელიც შეიცავდა 353 კატრენს. ამ გამოცემამ არათუ ცნობილი გახადა, არამედ პოპულარობაც მოუტანა მას. ამავე წელს იწვევენ საფრანგეთის მეფის ჰენრიხ II-ის კარზე. დედოფალს, ეკატერინე მედიჩს აინტერესებდა ნოსტრადამუსის წინასწამეტყველება, რომელიც მეფის სიკვდილს ეხებოდა.

1559 წელს მისი წინასწარმეტყველების მიხედვით მეფე ჰენრიხ II იღუპება. ამის შემდეგ ნოსტრადამუსის სახელი გასცდა საფრანგეთის საზღვრებს, ხოლო ინკვიზიციამ კი მისი დევნა დაიწყო. მას მფარველად ეკატერინე მედიჩი მოევლინა. ნოსტრადამუსმა წინასწარმეტყველებების ათი წიგნი გამოსცა. მეთერთმეტე და დაუსრულებელი მეთორმეტე მისმა შვილმა ცეზარმა გამოსცა.

1561 წელს ძლივს გადაურჩა სიკვდილს კათოლიკე ქრისტიანებისგან, რომელთაც ნოსტრადამუსს ბრალი დასდეს ჰუგენოტებისადმი სიმპატიაში. 1564 წელს მეფე შარლ IX-მ და ეკატერინე მედიჩმა იგი დანიშნეს სამეფო კარის მედიკოსად და მრჩევლად.

ნოსტრადამუსი გარდაიცვალა 1566 წლის 2 ივლისს სალონში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]