ნონა კალანდარიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნონა კალანდარიშვილი (დ. 31 მარტი, 1925 — გ. 1 სექტემბერი, 2004) — ქართველი მთარგმნელი, მწერალი და ფილოლოგი. დაიბადა სოფელ კვირიკეთში. 1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სემიტოლოგიის სპეციალობით. კითხულობდა ლექციებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1951 წლის მარტიდან საუკუნის დასასრულამდე ის სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა საბავშვო და ახალგაზრდობის ლიტერატურის გამომცემლობა „საბლიტგამში“, შემდეგ „ნაკადულად“ წოდებულში. ასევე იყო ამ გამომცემლობის მთავარი რედაქტორი. ნონა კალანდარიშვილი იყო მრავალი წიგნის რედაქტორი, სტილისტი და მთარგმნელი. შესრულებული აქვს მხატვრული თარგმანები გერმანული და რუსული ენებიდან. ავტორია მემუარების წიგნისა: „წლები და ადამიანები – მოსაგონარი „ნაკადულში“ გატარებული ნახევარი საუკუნის შემდეგ“, რომელიც ერთგვარი მატიანეა გამომცემლობისა და ის იქ გატარებულ წლებს, მის თანამშრომლებს და კოლეგებს ეძღვნება.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1976-2004)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1968 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გერმანული ზღაპრები, კრებული (მთარგმნელი), თბილისი, პალიტრა L, 2020, გვ. 320, ISBN: 9789941295348
  • მარიო და ჯადოქარი / თომას მანი, მოთხრობა (მთარგმნელი), თბილისი, პალიტრა L, 2017, გვ. 80, ISBN: 978-9941-24-571-8
  • ფანტასტიკური ღამე / შტეფან ცვაიგი, მოთხრობა (მთარგმნელი), თბილისი, პალიტრა L, 2017, გვ. 88, ISBN: 978-9941-24-733-0
  • ვერდი / ჯუზეპე ტაროცი, ბიოგრაფიული რომანი (მთარგმნელი), თბილისი, ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, 2012, გვ. 244, ISBN: 978-9941-9239-4-4
  • წლები და ადამიანები, მოსაგონარი „ნაკადულში“ გატარებული ნახევარი საუკუნის შემდეგ (ავტორი), თბილისი, უნივერსალი, 2012, გვ. 82, ISBN: 978-9941-17-644-9
  • მარიამ სტიუარტი / შტეფან ცვაიგი, რომანი (მთარგმნელი), თბილისი, პალიტრა L, 2011, გვ. 392, ISBN: 978-9941-422-81-2
  • და-ძმა / ძმები გრიმები, ზღაპრების კრებული (მთარგმნელი), თბილისი, ნაკადული, 1983, გვ. 244
  • მატილდა / ლეონჰარდ ფრანკი, რომანი (მთარგმნელი), თბილისი, მერანი, 1975, გვ. 352