შინაარსზე გადასვლა

ნოკი (ირლანდია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ნოკი
Cnoc Mhuire
ქვეყანა ირლანდიის დროშა ირლანდია
დაქვემდებარება სოფელი
პროვინცია კონაქტი
საგრაფო მეიოს საგრაფო
კოორდინატები 53.7833°00′00″ ჩ. გ. 8.91667°00′00″ დ. გ. / 53.78330° ჩ. გ. 8.91667° დ. გ. / 53.78330; -8.91667
ცენტრის სიმაღლე 58
მოსახლეობა 595 კაცი (2002)
სასაათო სარტყელი UTC+0, ზაფხულში UTC+1
საფოსტო ინდექსი F12
ნოკი (ირლანდია) — ირლანდიის რესპუბლიკა
ნოკი (ირლანდია)

ნოკი (ინგლ. Knock; ირლ. Cnoc Mhuire, ნიშნავს მთას, მაგრამ დღეს უფრო მეტად ცნობილია სახელით Cnoc Mhuire – „(ქალწული) მარიამის მთა) — სოფელი ირლანდიაში, მდებარეობს მეიოს საგრაფოში, კონაქტის პროვინციაში. ის უმთავრესად ცნობილია ნოკის ტაძრით, სადაც გადმოცემის თანახმად, 1879 წლის 21 აგვისტოს მოხდა მარიამ ღვთისმშობლის, იოსებ დამწინდველისა და იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება. XX საუკუნეში ნოკი, ლურდთან და ფატიმასთან ერთად, გახდა ევროპის უმთავრესი კათოლიკური ადგილი, სადაც ღვთისმშობლის ტაძარია. ყოველწლიურად ნოკს ნახევარ მილიონამდე მომლოცველი სტუმრობს. 1979 წელს სოფელს რომის პაპი, იოანე-პავლე II სტუმრობდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]