კონგი (ირლანდია)
სოფელი | |
---|---|
კონგი Conga ან Cunga | |
![]() კონგის მთავარი ქუჩა | |
ქვეყანა |
![]() |
დაქვემდებარება | სოფელი |
პროვინცია | კონაქტი |
საგრაფო | მეიოს საგრაფო |
კოორდინატები | 53.5333°00′00″ ჩ. გ. 9.2833°00′00″ დ. გ. / 53.53330° ჩ. გ. 9.28330° დ. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 21 მ |
მოსახლეობა | 185 კაცი (2002) |
სასაათო სარტყელი | UTC+0, ზაფხულში UTC+1 |
ოფიციალური საიტი | http://www.congvillage.ie |
კონგი (ინგლ. Cong; ირლ. Conga, მომდინარეობს Cúnga Fheichín–დან) — სოფელი ირლანდიაში, მდებარეობს მეიოს საგრაფოში, კონაქტის პროვინციაში, გოლუეის საგრაფოს მიჯნაზე, ქალაქებს, ბალინრობსა და ჰედფორდს შორის.
კონგი ცნობილია შუასაუკუნეებში აგებული აშფორდის ციხე-სიმაგრით, რომელიც დღეს ხუთვარსკვლავიან სასტუმროდაა გადაკეთებული ხელოვნური ტბის პირას და ითვლება ირლანდიის ერთ-ერთი ულამაზეს სასტუმროდ. ციხე-სიმაგრეში ეს სამუშაოები გინესის ოჯახმა ჩაატარა. აქ, ასევე, მდებარეობს შუასაუკუნეების დანგრეული კონგის სააბატო, სადაც დაკრძალულია ირლანდიის უკანასკნელი დიდი მეფე რუაიდრი ვა კონხობაირი (რორი ო'კონორი). აქაური წარმოშობისაა XII საუკუნის კონგის ჯვარიც, რომელიც დღეს ირლანდიის ეროვნულ მუზეუმში ინახება.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|