ნოვოშახტინსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
ნოვოშახტინსკი
Новошахтинск
Novoshakhtinsk duma.jpg
ქალაქის ადმინისტრაციის შენობა
გერბი
Coat of Arms of Novoshakhtinsk (Rostov oblast).png

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი როსტოვის ოლქი
კოორდინატები 47°46′00″ ჩ. გ. 39°55′00″ ა. გ. / 47.76667° ჩ. გ. 39.91667° ა. გ. / 47.76667; 39.91667
დაარსდა 1840
ადრეული სახელები მიხაილო-ლეონტიევსკოე
ამჟამინდელი სტატუსი 1939
ფართობი 136 კმ²
ცენტრის სიმაღლე 130
მოსახლეობა 108 782 კაცი (2017)
სიმჭიდროვე 799,87 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 86369
საფოსტო ინდექსი 346900
ოფიციალური საიტი novoshakhtinsk.org
ნოვოშახტინსკი — რუსეთი
ნოვოშახტინსკი
ნოვოშახტინსკი — როსტოვის ოლქი
ნოვოშახტინსკი

ნოვოშახტინსკი (რუს. Новошахтинск) — საოლქო დაქვემდებარების ქალაქი რუსეთში, როსტოვის ოლქში. მდებარეობს მდინარე მალი-ნესვეტაის ნაპირზე. დაარსდა 1840 წელს, ქალაქის სტატუსი მიიღო - 1939 წელს. ქალაქის მოსახლეობა 2017 წლის მონაცემებით შეადგენს 108 782 კაცს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს როსტოვის ოლქის დასავლეთ ნაწილში. უკრაინის საზღვრიდან 80 კილომეტრში, მდინარე მალი-ნესვეტაის ნაპირზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ხსენება ადგილობრივი ქვანახშირის შესახებ მიეკუთვნება 1696 წელს, როდესაც გლეხმა გრიგორი კაპუსტინმა, რომელიც მოქმედებდა პეტრე I-ის ბრძანებით, გამოიკვლია მდინარე კონდრიუჩიის ხეობის რაიონი და აღმოაჩინა ქვანახშირის ქანები. ზუსტად ამ დროიდან იწყება დონეცკის ქვანახშირის აუზის დამუშავება.

1840 წლიან 1910 წლამდე თანამედროვე ქალაქის ადგილზე მდებარეობდა ქვანახშირის დასახლება და მაღარო, რომელთაგან პირველი ააშენა პირველი გილდიის ვაჭარმა სემიონ კოშკინმა. ამ პერიოდში მეწარმეები ინტენსიურად აშენებდნენ პატარა შახტებს. 1909 წელს ექსპლუატაციაში შევიდა პირველი შახტი. 1913 წელს, როსტოველი მილიონერის შვილის ნიკოლოზ პარამონოვის განცხადებით, ნახშირის მოპოვება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მიუხედავად პირველი მსოფლიო ომის, რევოლუციისა და სამოქალაქო ომისა, 1920-იან წლებში ნახშირის მრეწველობა მნიშვნელოვნად იზრდებოდა, მასთან ერთად კი იზრდებოდა დასახლებაც. 1925 წელს დასახლებაში გაიხსნა ქალაქის პარკი, რომელშიც ფუნქციონირებდა სამკითხველო პავილიონი და ზაფხულის დახურული კინოდარბაზი.

1939 წლის 31 იანვარს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებით დასახლებამ მიიღო ქალაქის სტატუსი. ეს თარიღი ითვლება ნოვოშახტინსკის დაარსების დღედ.

1942 წლის 23 ივლისიდან 1943 წლის 13 თებერვლამდე ქალაქი გერმანელი ფაშისტების ოკუპაციის ქვეშ იყო. გერმანელების შემოსვლამდე შახტები დატბორეს და მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია მოახდინეს. ნაცისტებმა ქალაქში სამხედრო ტყვეებისთვის ბანაკი გამართეს. ქალაქის გათავისუფლების შემდეგ საბჭოთა ჯარებმა აქ ოთხი თვის განმავლობაში გადმოიტანეს სამხრეთის ფრონტის შტაბი.

სამხედრო ოპერაციების დასრულების შემდეგ ქალაქი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა: შენობების უმრავლესობა დანგრეული იყო, ხოლო შახტები დატბორილი.

1960-იან და 1970-იან წლებში ქალაქში მიმდინარეობდა მრეწველობის აღმავლობა, აშენდა რამდენიმე ფაბრიკა და ქარხანა.

1990-იანი წლების და მეოცე საუკუნის ბოლოს ყველა შახტი დაიკეტა, მუშაობა შეწყვიტა რძის ქარხანამ, ასევე შეწყვიტა მუშაობა ქალაქის ყველა კინოთეატრმა[1].

სოციალური სფერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში არის 23 საგანმანათლებლო სკოლა, 7 დამატებითი განათლების დაწესებულება, 33 საბავშვო ბაღი. ქალაქში ასევე მოქმედებს შახტინსკის ენერგეტიკისა და სათბობის რეგიონალური კოლეჯის, სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტის, მოსკოვის ახალი იურიდიული უნივერსიტეტისა და სამხრეთ-რუსეთის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალები.

ნოვოშახტინსკში არი ორი სტადიონი, მუსიკალური სკოლა[2], სამხატვრო სკოლა, მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებისადა ხელოვნების სკოლა, დრამატული თეატრი[3] და ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი.

ღირსშესანიშნაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]