ნოვოშახტინსკის დონის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოვოშახტინსკის დონის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
Novoshakhtinsk church.jpg
ნოვოშახტინსკის დონის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ნოვოშახტინსკი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1992-2004

ნოვოშახტინსკის დონის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (რუს. Церковь Донской иконы Божией Матери) — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ ნოვოშახტინსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას.

მისამართი: 346900, როსტოვის ოლქი, ქალაქი ნოვოშახტინსკი, ხარკოვის ქუჩა № 177.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრის მშენებლობაში პირველი ქვის ჩადება საძირკველში გაიმართა 1992 წლის მარტში. ნოვოშახტინსკის დონის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია შენდებოოდა დაახლოებით 12 წელი. ძირითადი სამშენებლო სამუშაოები გრძელდებოდა 2002 წლის გაზაფხულამდე. ეკლესია აშენდა მოქალაქეებისა და საქალაქო ორგანიზაციების სახსრებით. შედეგად ქალაქში აშენდა აგურის, ორიარუსიანი ეკლესია, რომელსაც აქვს ცხრა გუმბათი და ორი საკურთხეველი ჰქონდა. ცენტრალური საკურთხეველი აკურთხეს დონის ღვთისმშობლის ხატის სახელზე, ხოლო ქვედა საკურთხეველი ყველა წმინდანის სახელზე.

2003 წელს გაიმართა გუმბათების კურთხევა, რომელიც მოახდინა როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპისკოპოსმა პანტელეიმონმა. 2004 წლის 31 აგვისტოს აკუთხეს ქვედა ეკლესიის საკურთხეველი ყველა წმინდანის სახელზე.

2014 წლის 29 მაისს ნოვოშახტინსკის დონის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიას მიანიჭეს სამთავარეპისკოპოსო მონასტრის სტატუსი. 2014 წელს შახტინისა და მილეროვსკის ეპისკოპოსმა სიმონმა აკურთხა ცენტრალური საკურთხეველი და სრულიად ტაძარი.

ეკლესიასთან მოქმედებს საკვირაო სკოლა ბავშვებისათვის, ბიბლიის წრე მოზარდებისათვის და ახალგაზრდა მართლმადიდებლების კლუბი.

დონის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის წინამძღვარია მღვდელმონაზონი რომანი (ამპლეევი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]