ნოვოშახტინსკის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოვოშახტინსკის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია
ნოვოშახტინსკის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ნოვოშახტინსკი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1977-2000

ნოვოშახტინსკის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია (რუს. Церковь Михаила Архангела) — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ ნოვოშახტინსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას.

მისამართი: 346900, როსტოვის ოლქი, ქალაქი ნოვოშახტინსკი, ბაჟენოვის ქუჩა № 1.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1858 წელს სოფელ სოკოლოვი-კუნდრიუჩენსკში ააგეს ერთსაკურთხევლიანი ხის ეკლესია. ეკლესია ააშენეს მრევლის შემოწირულობით. იგი აკურთხეს 1859 წლის 25 იანვარს ათონის ლავრის დამაარსებლის, ათანასე ათნელის მასწავლებლის, კიმინის მთის მონასტრის დამაარსებლის მიქაელ მალეინის სახელზე. 1890 წელს ეკლესია გააფორმეს აგურებით. 1893 წელს ეკლესია გადახურეს თუნუქის ფირფიტებით. ეკლესია საბჭოთა მმართველობის პერიოდში დაანგრიეს.

1998 წელს იწყება ეკლესიის აღორძინება. ამ საქმეში მრევლს დახმარება გაუწია „სოკოლოვსკის სასოფლო-სამეურნეო საწარმომ“ მისი ხელმძღვანელის ვლადიმირ ვიქტორის ძე ზდოროვცის სახით. როსტოვის ოლქის ყოფილ დაბა სოკოლოვი-კუნდრიუჩენსკში (ამჟამად ქალაქი ნოვოშახტინსკი) ააგეს ახალი აგურის, ერთსაკურთხევლიანი ეკლესია. 2001 წლის 4 ივნისს ეკლესია აკურთხა როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიის მთავარეპიკოპოსმა პანტელეიმონმა მიქაელ მთავარანგელოზის სახელზე.

მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია ემსახურება ახლომდებარე სოფლების და ხუტორების (ნოვაია-სოკოლოვკა, ზარეჩნი, ვლასოვკა, გრეს-ნესვეტაი, კისელოვა, ვლაიმიროვკა, ტოპოლევი, პავლოვკა, ბოშკოვკა, ბოლშაია-ფიოდოროვკა, მალაია-ფიოდოროვკა, ობუხოვი-4, ობუხოვი-7, პროლეტარკა, პროხოროვკა, ქალაქი კრასნი-სულინი) მრევლსაც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]