ნოვოშახტინსკის დრამატული თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ნოვოშახტინსკის დრამატული თეატრი (რუს. Новошахтинский драматический театр) — თეატრი ქალაქ ნოვოშახტინსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. დაარსებულია 2006 წელს. ყველაზე ახალგაზრდა პროფესიონალური თეატრი როსტოვის ოლქში. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია სვეტლანა სოპოვა.

თეატრის მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, ნოვოშახტინსკი, სადოვაიის ქუჩა № 31.

თეატრის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომავალი ნოვოშახტინსკის თეატრის კოლექტივი ჩამოაყალიბა 1954 წელს პროფესიონალმა რეჟისორმა ალექსანდრე ტროფიმეს ძე სუტიაგინმა ვ. ი. ლენინის სახელობის შახტის სახალხო თეატრის ბაზაზე. თეატრალურმა კოლექტივმა გამოაცხადა სპექტაკლ „ამერკის ხმის“ დადგმის შესახებ ბ. ლავრენევის პიესის მიხედვით და დაიკავა პირველი ადგილი საოლქო თეატრალუი დათვალიერების პერიოდში. 1959 წელს ა. აფინოგენოვის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლ „მაშენკას“ გამო მიენიჭა „სახალხო თეატრის“ სტატუსი. თითქმის მეოთხედი საუკუნე კოლექტივს ხელმძღვანელობდა თეატრის დამაარსებელი ალექსანდრე სუტიაგინი. 1985 წელს თეატრს სათავეში ჩაუდგა ალექსანდრე ტროფიმეს ძე სუტიაგინის აღსაზრდელი, თეატრის მსახიობი, ახალგაზრდა რეჟისორი სვეტლანა სოპოვა. ნოვოშახტინსკელებს უყვარდათ თავიანთი თეატრი და მას თავიანთ ქმნილებად თვლიდნენ. ყველაზე რთულ წლებშიც კი დარბაზი ყოველთვის მაყურებლებით იყო სავსე. 90-იანი წლების კრიზისის დროს თეატრმა მტკივნეულად მოიძია გადარჩენის გზები და მექანიზმები. 1992 წელს შეიქმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) „ნოვოშახტინსკის სახალხო დრამატული თეატრი“. თეატრის ასეთ აქტიურ ტრანსფორმაციას ხელი შეუწყო ლენინის სახელობის შახტის კოლექტივმა (დირექტორი ვ. ნ. პრიზი) და „შახტ-კრედობანკმა“ (დირექტორი კ. მ. ავერინი). 1996 წელს თეატრი დარეგისტრირდა, როგორც მუნიციპალური დანაყოფი „ნოვოშახტინსკის მუნიციპალური დრამატული თეატრი“. 1997 წელს ნოვოშახტინსკის ადმინისტრაციამ თეატრს გადასცა ყოფილი კონოთეატრის „შახტიორის“ დანგრეული და დატბორილი შენობა, მაყურებელთა 300 კაციანი დარბაზით. თეატრის კოლექტივმა თეატრის ენთუზიასტების, სამრეწველო საწარმოებისა და ნოვოშახტინსკის ადმინისტრაციის დახმარებით გადაწყვიტეს შენობის აღდგენა.

2007 წელს თეატრის ხელმძღვანელის სვეტლანა სოპოვას ინიციატივით და როსტოვის ოლქის გუბერნატორის ვლადიმერ ჩუბის, როსტოვის ოლქის კულტურის მინისტრის სვეტლანა ვასილევასა და როსტოვის თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავჯდომარის, სახალხო არსტისტ მიხეილ ილიას ძე ბუშნოვის მხარდაჭერით ნოვოშახტინსკის მუნიციპალური დრამატული თეატრი შეიყვანეს საოლქო ბიუჯეტის მიერ დაფინანსებულ ცხრა თეატრს შორის. 2005-2006 წლებში როსტოვის ოლქის კულტურის მინისტრისა და როსტოვის ოლქის გუბერნატორის ინიციატივით საოლქო ბიუჯეტიდან გამოიყო 10 მლნ რუბლი თეატრის კაპიტალური რემონტისათვის. კაპიტალური რემონტის შემდეგ სცენამ და მაყურებელთა დარბაზმა მიიღო თანამედროვე სახე. სცენა აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით, ხოლო მაყურებელთა დარბაზი თანამედროვე ინტერიერით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]