ნოე ადამია
იერსახე
ნოე პეტრეს ძე ადამია (დ. 21 დეკემბერი, 1917, მათხოჯი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი — გ. 3 ივლისი, 1942, სევასტოპოლი) — საბჭოთა კავშირის გმირი (1942 წლის 24 ივლისი), მე-7 საზღვაო ქვეითი ბრიგადის ოცეულის მეთაური, სნაიპერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საშუალო განათლება თბილისში მიიღო. 1938 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში და ჩარიცხეს შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ფლოტში. 1940 სწავლობდა ოდესის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ დანიშნეს ზემდეგად სამხედრო-საზღვაო ფლოტის ნაწილში ქ. სევასტოპოლში. 1941-1942 წლებში ადამიამ განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინა სევასტოპოლის ბრძოლებში. 1942 წლის 16-22 ივნისს მეავტომატეთა მცირე ჯგუფით მოიგერია ათზე მეტი იერიში, გაანადგურა მტრის 200 ჯარისკაცი და მოსპო 2 ტანკი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 79.
- ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო” თბილისი - 1964
- Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб, 1981.