ნისკარტმარწუხა (გვარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნისკარტმარწუხა
Common Crossbill (Loxia curvirostra) on red-hot poker (Kniphofia sp.), Baltasound - geograph.org.uk - 1379136.jpg
ნისკარტმარწუხა (Loxia curvirostra)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  მთიულასებრნი
გვარი:  ნისკარტმარწუხა
ლათინური სახელი
Loxia (Linnaeus, 1758)

ნისკარტმარწუხა (ლათ. Loxia) — ფრინველთა გვარი მთიულასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 20 სმ, იწონიან 30–58 -ს. მათი ნისკარტის ზედა და ქვედა ბოლოები გადაჯვარედინებულია, რასაც იყენებს ნაძვის, ფიჭვისა და სხვა წიწვოვნების გირჩიდან თესლის ამოსაღებად. მამალი შეფერილია მოწითალოდ, დედალი და ახალგაზრდა — მომწვანო. აერთიანებს 6 სახეობას:[1] 1) ნისკარტმარწუხა (L. curvirostra) გავრცელებულია ევროპის, ჩრდილო-დასავლეთი აფრიკის, ჩრდილოეთ და ცენტრალური აზიის, ფილიპინების, ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის (სამხრეთით გვატემალამდე) წიწვოვან ტყეებში; 2) ფრთათეთრი ნისკარტმარწუხა (L. leucoptera) ბინადრობს ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში; 3) მეფიჭვია ნისკარტმარწუხა (L. pityopsittacus) გავრცელებულია ჩრდილოეთ ევროპის (შოტლანდიიდან ურალამდე) ფიჭვის ტყეებში; 4) შოტლანდიური ნისკარტმარწუხა (L. scotica) გვხვდება მხოლოდ კალედონიის ტყეში; 5) ისპანიოლური ნისკარტმარწუხა (L. megaplaga) გავრცელებულია მხოლოდ კუნძულ ჰაიტზე და 6) კასიის ნისკარტმარწუხა (L. sinesciuris) გვხვდება აიდაჰოს შტატში, სახეობად გამოიყო 2009 წელს. ზოგჯერ ცალკე სახეობად გამოყოფენ ციმბირულ ნისკარტმარწუხას. გამრავლების ვადა დამოკიდებულია საკვების რაოდენობაზე; უხვმოსავლიან წელს ნისკარტმარწუხა შესაძლოა ზამთარშიც გამრავლდეს. ბუდე ხეზეა განთავსებული და სქელი კედლები აქვს, შიგ ჩაფენილია ბუმბული და ბეწვი. დებს 3–5 კვერცხს; კრუხობს მხოლოდ დედალი. ნისკარტმარწუხა უმთავრესად იკვებება წიწვოვანთა თესლებით, იშვიათად — მწერებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Finches, euphonias. World Bird List Version 5.2. International Ornithologists' Union. წაკითხვის თარიღი: 5 June 2015.