ნინო კირვალიძე
იერსახე
ნინო კირვალიძე (დ. 22 ნოემბერი, 1938, თბილისი, — გ. 24 იანვარი, 2023, იქვე) — ქართველი მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი (1972).
დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტი 1967 წელს. 1958-1985 წლებში იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე. მისი რეპერტუარიდან აღსანიშნავია: „სამაია“, „დავლური“, „ქართული“, „წყაროსთან“, „ხონგა“, „სიმდი“, „ხაბარდა“, „სადარბაზო“. გარდაიცვალა 2023 წლის 24 იანვარს, 84 წლის ასაკში.[1]
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1963 — საქართველოს დამსახურებული არტისტი[2]
- 1972 — საქართველოს სახალხო არტისტი
- 2002 — ღირსების ორდენი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სუხიშვილების მოცეკვავე ნინო კირვალიძე გარდაიცვალა, რადიო „ფორტუნა“, 24.01.2023.
- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1963. N 31. გვ. 884.