შინაარსზე გადასვლა

ნინა ხატიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნინა ხატიაშვილი
დაბადების სახელი ნინო ხატიაშვილი
დაბადების თარიღი 31 მაისი, 1968 (1968-05-31) (56 წლის)
თბილისი
რეზიდენცია თბილისი
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარისტი
აქტიური 2009 – დღემდე

ნინა (ნინო) ხატიაშვილი (დ. 31 მაისი, 1968, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი.

ნინა ხატიაშვილი დაიბადა თბილისში, 1968 წლის 31 მაისს.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, ასევე, – ამავე უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი, კინორეჟისურის სპეციალობით (ბუბა ხოტივარისა და ოთარ იოსელიანის სახელოსნო). მუშაობდა სხვადასხვა ტელეარხებზე რეჟისორად და ჟურნალისტად.

ცხოვრობს თბილისში.

  • მე მოვალ დილით (Expect Me in the Morning)[1], 2009
  • მწერალი, 2008
  • მე მოვალ დილით, 2009
  • უხამსი ისტორიები, 2010
  • უხელფასო შვებულება, 2010
  • ბაბუაწვერების მდელო, 2011
  • დიფ ვაიალეთ, 2012
  • რა ხელწერილი დააწერინა ჯაბა ქარსელაძეს მისი სკანდალური კლიპის რეჟისორმა : ინტერვიუ / ნინო ხატიაშვილი ; ესაუბრა ნინო მურღულია // რეიტინგი. – თბილისი, 2011. – ISSN: 1987-5143. – 10 იანვარი. – N2(430). – გვ.35.
  • ნინო ხატიაშვილის უხამსი ისტორიები : ინტერვიუ / ნინო ხატიაშვილი ; ესაუბრა ლევან კაცაძე // F FACE. – თბილისი, 2011. – ISSN: 1512-4711. – N1. – გვ.66
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2013-01-10.