ნინა სუბლატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნინა სუბლატი
20150512 ESC 2015 Nina Sublatti 4980.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ნინა სულაბერიძე[1]
დაიბადა 31 იანვარი, 1995 (1995-01-31) (24 წლის)
მოსკოვი, რუსეთი
წარმოშობა საქართველო
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • მოდელი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • ფორტეპიანო
აქტიური 2008–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Bravo Records

ნინა სუბლატი (ნამდვილი გვარი სულაბერიძე; დ. 31 იანვარი 1995) — ქართველი მომღერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნინა სუბლატი დაიბადა მოსკოვში, თუმცა მისი ოჯახი სამშობლოში მალევე დაბრუნდა. მშობლები ადრეულ ასაკში დაშორდნენ და ნინა დედასთან და ბებიასთან იზრდებოდა. ნინა სუბლატი 2010-2011 წლებში მოღვაწეობდა სხვადასხვა ჯგუფთან ერთად და საქართველოს მასშტაბით ატარებდა კონცერტებს. 2011 წელს დაიწყო თანამშრომლობა Georgian Dream Studio-სთან, სადაც მუშაობდა როგორც მომღერალ ბერასთან, ასევე ნიუ-იორკიდან, ლოს-ანჯელესიდან და ლონდონიდან სპეციალურად მოწვეულ ვოკალის პედაგოგებსა და ქორეოგრაფებთან. აქ იგი უფრო საფუძვლიანად ეუფლებოდა მუსიკის ისტორიას, თეორიას, ვოკალის ტექნიკას, ქორეოგრაფიას, ფსიქოლოგიას და ა.შ.

2008 წელს დაამთავრა მუსიკალური სკოლა ფორტეპიანოს სპეციალობით. დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა და ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ინტერიერისა და დიზაინის ფაკულტეტზე.ფართო აუდიტორიის წინაშე 2013 წელს წარდგა, მუსიკალურ პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“. პოპულარობა მალე მოიპოვა და პროექტის გამარჯვებულიც გახდა. მთავარი ჯილდოს სახით მიიღო მოწვევა ლონდონის მუსიკალური ინსტიტუტიდან - ვოკალის კურსზე. 2014 წელს სწავლა განაგრძო მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში.

პროექტის დასრულებისთანავე, მომღერალმა სადებიუტო ალბომზე დაიწყო მუშაობა. 2014 წელს გამოუშვა ალბომი სახელწოდებით Dare to be Nina Sublatti, რომელიც Bravo Records-ში ჩაიწერა[2]. ალბომში შესულია პოპულარული სიმღერების ხუთი ქავერ-ვერსია და ნინას საკუთარი, ხუთი ახალი სიმღერა. პირველი სოლო ალბომის გამოშვებისთანავე, მომღერალმა საკუთარი სტუდია შექმნა და მუშაობა მეორე ალბომზე დაიწყო.

2015 წელს ნინა სუბლატი საქართველოს სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გამოვიდა სიმღერით „Warrior“, სადაც ორი ნახეარფინალი გადალახა და ფინალში მოხვდა.[3][4]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები
სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი დასახელება პოზიციები ჩარტებში
BEL
(FL)
NL UK
2015 "Dark Desire"
2015 "Sleep"
2015 "I've Got An Idea"
2015 "Warrior"
2015 "Heart Won't Suck It"
2015 "I've Got an Idea"
2015 "Locked Box"
2015 "You Call Me Devil"

მუსიკალური ვიდეოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი დასახელება რეჟისორი
2014 "Toxic"
(დუეტი Lasha Kicks)
დათო გოგოხია
2015 "Warrior"
2015 "I’ve Got An Idea"
2015 "Dark Desire"

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნინა სუბლატი საკუთარ ნამდვილ გვარს გვიმხელს, 2013, 24 ივნისი, Intermedia.ge
  2. Bravo Records presented Nina Sublatti’s debut CD album
  3. Mamsikashvili, Rezo. (23 December 2014) GEORGIA: GPB ANNOUNCE THE FIVE FINALISTS FOR NATIONAL SELECTION. Wiwibloggs.com. წაკითხვის თარიღი: 4 January 2015.
  4. Granger, Anthony. (14 January 2015) Georgia: Nina Sublatti Is Off To Eurovision. Eurovoix.com. წაკითხვის თარიღი: 14 January 2015.