სონგაი ენა
იერსახე
სონგაი ენა — ნილოს-საჰარის ენათა ოჯახის დამოუკიდებელი შტო. გავრცელებულია მდინარე ნიგერის შიდა დელტის რაიონებში. სონგაი ენისათვის დამახასიათებელია აგლუტინაციურ-სუფიქსური სიტყვების არსებობა და ფორმათწარმოქმნა. სიტყვათა რიგი: სუბიექტი-ობიექტი-პრედიკატი. ლექსიკაში ბევრია არაბიზმი და ნასესხობანი მანდე ენიდან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 473.