ნიკოლოზ ტარსაიძე
ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ტარსაიძე (დ. 10 ნოემბერი, 1855 — გ. 10 იანვარი, 1917, განჯა, ახლანდ. აზერბაიჯანის რესპუბლიკა; დაკრძალულია თბილისის წმ. ნინოს სასაფლაოზე) — ქართველი იურისტი, საზოგადო მოღვაწე. ოფთალმოლოგ გიორგი ტარსაიძის ძმა.
დაამთავრა თბილისის გიმნაზია, შემდეგ ხარკოვის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი. 1879-1891 წლებში გამომძიებლად მუშაობდა ეკატერინოდარში (ახლანდ. კრასნოდარი), შემდეგ სტავროპოლში. სტავროპოლში ტარსაიძეს დავალებული ჰქონდა დიმიტრი ყიფიანის მკვლელობის გამოძიება, მაგრამ მალე იგი ჩამოაშორეს ამ საქმეს. 1891 წელს თბილისში გადმოიყვანეს ბრალმდებლის თანაშემწედ. 1901 წლიდან გარდაცვალებამდე იყო თბილისის საოლქო სასამართლოს წევრი. სასამართლოში პირველად შემოიღო საქმის ქართულ ენაზე წარმოება. მონაწილეობდა საზოგადოებრივ წამოწყებებში; ერთხანს იყო ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი (მოადგილე), ქართული კლუბის მამასახლისი. სიცოცხლის ბოლო წლებში განზრახული ჰქონდა ქართველ მგალობელთა გუნდის შედგენა, რომელსაც ყველა ეკლესიაში უნდა ემღერა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ტარსაიძე [ნეკროლოგი] / ი-ელი // „თეატრი და ცხოვრება“ №3, - 1917. - გვ. 8.