შინაარსზე გადასვლა

ნიკოლაი მიასკოვსკი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლაი მიასკოვსკი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 8 (20) აპრილი, 1881[1]
დაბ. ადგილი Modlin Fortress, Modlin, Varshavskij County, Warsaw Governorate, პოლონეთის სამეფო, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 8 აგვისტო, 1950(1950-08-08)[2] [3] [1] [4] [5] [6] (69 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[2]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
საიტი myaskovsky.ru
ნიკოლაი მიასკოვსკი ვიკისაწყობში

ნიკოლაი იაკობის ძე მიასკოვსკი (რუს. Никола́й Я́ковлевич Мяско́вский; დ. 20 აპრილი, 1881 — გ. 8 აგვისტო, 1950) — რუსი და საბჭოთა კომპოზიტორი. ლენინის ორდენის კავალერი (1943). სსრკ სახალხო არტისტი (1946). მას ზოგჯერ მოხსენიებენ როგორც „საბჭოთა სიმფონიის მამას“. მიასკოვსკის მიენიჭა სტალინური პრემია 5-ჯერ (1941, 1946 - 2-ჯერ, 1950, 1951), მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა კომპოზიტორს.

ნიკოლაი მიასკოვსკი დაიბადა 1881 წლის 20 აპრილს მოდლინის ციხეში (ვარშავასთან ახლოს, პოლონეთის სამეფო, რუსეთის იმპერია), რუსეთის არმიის ოფიცრის, სამხედრო ინჟინრის ოჯახში. დედის გარდაცვალების შემდეგ ხუთი ბავშვის აღზარდა ითავა ნიკოლაის მამიდამ, ელიკონიდა კონსტანტინეს ასულმა მიასკოვსკაიამ, რომელიც სანქტ-პეტერბურგის ოპერაში მომღერალი იყო. ნიკოლაი თინეიჯერობის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად სანქტ-პეტერბუერგში გადავიდა.

ფორტეპიანოსა და ვიოლინოს სწავლის მიუხედავად, მიასკოვსკი მუსიკალური კარიერის დევნით იმედგაცრუებული იყო; შემდგომ მან ჯარში დაიწყო მსახური. თუმცა, 1896 წელს, არტურ ნიკიშის მიერ შესრულებულმა ჩაიკოვსკის პათეტიკური სიმფონიის მოსმენამ საოლოოდ გადააწყვეტინა, რომ თავისი ცხოვრება მუსიკასთან დაეკავშირებინა. 1902 წელს მან ინჟინერიის სწავლა დაასრულა და მამის მსგავსად ინჟინერი გახდა. 1906 წელს ჩაირიცხა სანქტ-პეტერბურგის კონსერვატორიაში და გახდა ანატოლი ლიადოვისა და ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვის მოსწავლე.

სწავლის გვიან დაწყების გამო იგი კლასში ყველაზე ასაკოვანი სტუდენტი იყო, მაგრამ მალევე გახდა ყველაზე ახალგაზრდა, სერგეი პროკოფიევის მტკიცე მეგობარი.[7]

1920-იან და 1930-იან წლებში მიასკოვსკი იყო სსრკ-ის წამყვანი კომპოზიტორი. მას არ აქვს შექმნილი ოპერა; მაგრამ დაწერილი აქვს 27 სიმფონია (დამატებული სამი სიმფონიეტა, ორ კონცერტი და სხვა საორკესტრო ჟანრებში მუშაობა), 13 სიმებიანი კვარტეტი, 9 საფორტეპიანო სონატა, აგრეთვე ბევრი მინიატურული და ვოკალური ნაწარმოები. ამ ფორმებისადმი ერთგულების და იმის გამო, რომ იგი ყოველთვის ოსტატობის მაღალ სტანდარტს ინარჩუნებდა, მას ზოგჯერ „მოსკოვის მუსიკალურ სინდისს“ უწოდებდნენ. მუსიკალური მოდერნიზმისადმი მისი მუდმივი ერთგულება მან აჩვენა იმით, რომ ალექსანდრე მოსოლოვთან, გავრილ პოპოვთან და ნიკოლაი როსლავცთან ერთად, იგი იყო თანამედროვე მუსიკის ასოციაციის ერთ-ერთი ლიდერი.

1917-1921 წლების მოქმედებებმა მაიაკოვსკის მეექვსე სიმფონიის შექმნა შთააგონა (ეს იყო მისი ერთადერთი საგუნდო სიმფონია). 1921–1933 წლები იყო მისი სწავლების პირველი წლები მოსკოვის კონსერვატორიაში; ეს სწორედ ის წლებში იყო, რომელშიც მან ყველაზე მეტი ექსპერიმენტი ჩაატარა: შექმნა ისეთი ნაწარმოებები, როგორიცაა მეათე და მეცამეტე სიმფონია, მეოთხე საფორტეპიანო სონატა და მისი პირველი სიმებიანი კვარტეტი. ალბათ, ამ ექსპერიმენტების ფაზის საუკეთესო ნაწილი იყო მეცამეტე სიმფონია, რომლის პრემიერა აშშ-ში შედგა.

1920-იან და 1930-იან წლებში მიასკოვსკის სიმფონიებს საკმაოდ ხშირად ასრულებდნენ დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში. მისი ნაწარმოებები გამოიცა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გამომცემელის, Universal Edition-ის მიერ.[8] 1935 წელს, რადიოს აუდიტორიის CBS-მა ჩაატარა გამოკითხვა; ისინი სვავდნენ კითხვას: „თქვენი აზრით, თანამედროვე კომპოზიტორებიდან ვინ დარჩება 100 წლის განმავლობაში მსოფლიოს დიდთა შორის?“; მაიაკოვსკი ტოპ ათეულში პროკოფიევთან, სერგეი რახმანინოვთან, დიმიტრი შოსტაკოვიჩთან, რიხარდ შტრაუსთან, იგორ სტრავინსკისთან, იან სიბელიუსთან, მორის რაველთან, მანუელ დე ფალასთან და ფრიც კრეისლერთან ერთად შეიყვანეს.[9]

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 Мясковский Николай Яковлевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  3. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. IMSLP — 2006.
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Musicalics
  7. Their collected correspondence, which has not been translated into English and is said (e.g. in the Volkov Testimonyთარგი:Better source), to have been heavily bowdlerized as regards political content, was published in 1977 as S. S. Prokofiev i N. Ya. Myaskovsky Perepiska (Moscow: Sovyetskii Kompozitor) edited by a committee with Dmitri Kabalevsky at its head. See also Sergey Prokofiev Diaries 1907–1914: Prodigious Youth translated and annotated by Anthony Phillips (London: Faber & Faber, 2006).
  8. Taruskin, Richard (November 3, 2002). „For Russian Music Mavens, a Fabled Beast Is Bagged“.
  9. Manashyr Yakubov, liner notes to Claves CD 50-9415.