ნიდერლანდები 1956 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე
თარგი:ინფოდაფა ნიდერლანდები ოლიმპიადაზე
ნიდერლანდებიდან მელბურნის 1956 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ერთადერთი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, ეს იყო 68 წლის გადამდგარი პოლკოვნიკი ალექსის ფანჩულიძევი (ალექსი ფანჩულიძე). მან ამ ოლიმპიადაზე ცხენის გაწვრთნაში იასპარეზა და 36 მონაწილეს შორის 28-ე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია ის, რომ 1956 წლის ოლიმპიადა ორ სხვადასხვა კონტინენტზე ჩატარდა. ამის მიზეზია ის არის, რომ ავსტრალიის კანონმდებლობით, ცოცხალი ცხოველის ამ ქვეყანაში შესაყვანად მან ექვსთვიანი კარანტინი უნდა გაიაროს. ამის გამო ცხენოსანთა შეჯიბრის გამართვა მელბურნში შეუძლებელი გახდა. 1954 წლის 13 მაისის ათენში გამართულ სესიაზე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ცხენოსანთა შეჯიბრის მასპინძელ ქალაქად სტოკჰოლმი აარჩია. ცხენოსანთა ასპარეზობები სტოკჰოლმში 1956 წლის 10-17 ივნისს გაიმართა, დანარჩენი ასპარეზობები მელბურნში მოგვიანებით გაიმართა. რადგანაც ნიდერლანდებმა ბოიკოტი გამოუცხადეს საბჭოთა კავშირს 1956 წელს უნგრეთში შეჭრის გამო. ცხენოსანთა ტურნირი ამ დროისთვის უკვე ჩატარებული იყო, ასე რომ, ნიდერლანდების სრულყოფილი ბოიკოტი მაინც არ შედგა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პაატა ნაცვლიშვილი, „ალექსი ფანჩულიძე - კიდევ ერთო ქართველი ოლიმპიელი“, „ოლიმპიელი“, №35, 2013.