ნიგოზის მეორე სამაროვანი
იერსახე
ნიგოზის მეორე სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას დასავლეთით, 2 კილომეტრზე ადგილ დაჭრილებში. მიეკუთვნება გვიანდელ ბრინჯაოს და ადრინდელ რკინის ხანას. აღმოჩნდა შემთხვევით, მიწის სამუშაოების დროს. სამაროვანიდან ადამიანის ძვლებთან ერთად გუთანმა ამოყარა ნაცრისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნამტრევები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 180.