გუთანი
გუთანი — მიწათმოქმედების იარაღი.
სულხან-საბა ორბელიანი განმარტავს შემდეგნაირად:
![]() |
„გუთანი სომხურია, ქართულად ერქვანი ეწოდების. უკეთუ უმცირე მისსა ჴარნი ებნეს და ერქვანსა არცა საკვეთელი ჰქონდეს და არცა ფიცარი ფრთად, მას ჯილღა ეწოდების და ყევარის ჴარისა საჴვნელსა — არონა და უღლეულის ჴარისასა — ოქონა[1].“
|
ქართული გუთანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქართული გუთანი მძიმეა, კვალიც დიდი და ღრმა აქვს და ხარებს მძიმედ აზიდებს.
ფშაური გუთანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფშავში მიწის დამუშავებას მარტის გასვლისას იწყებენ. მიწას ხნავენ ხის გუთნით, რომელშიც შებმულია ერთი უღელი ხარი. გუთანს წინ უძღვის მეხრე, გუთანს მართავს გუთნისდედა.
ხევსურული სახვნიელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხევსურები მიწას ხნავენ უბრალო ხის საჴვნიელით, რომელშიც შებმულია ერთი უღელი ხარი. საჴვნიელს აქვს საჴნისაკვეთელი და ხნავს არაუღრმეს 10 სმ-სა. საჴვნიელს ხევსური ოსტატები ამზადებენ.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ს. მაკალათია, „ხევსურეთი“, თბ., 1984, გვ. 58
- ს. მაკალათია, „ფშავი“, თბ., 1985, გვ. 42
- ს. მაკალათია, „მთიულეთი“, თბ., 1930, გვ. 43
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ სულხან-საბა ორბელიანი, „ლექსიკონი ქართული“, ტ. 1, თბ., 1991, გვ. 175