ნიალას მეჩეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიალას მეჩეთი — არქიტექტურული ძეგლი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა თმოგვში. აგებულია XIX-XXI საუკუნეებში.

მეჩეთი ქვისგან ნაგები შენობაა, რომელსაც შესასვლელი აქვს ჩრდილოეთის მხრიდან და კედლებში დატანილი აქვს სარკმლები. შესასვლელი არის თაღოვანი და შეისრული, რომელშიც ჩატანებული არის ორნამენტირებული ქვები. მეჩეთი შიგიდან გადახურრულია ხის ფიცრულით, რომელსაც იჭერს ასევე ხის რამდენიმე ბოძი. მეჩეთის კედლებზე შემორჩენილი არის მოხატულობის ნაწილები. ძირითადად დომინირებს ლურჯი და წითელი ფერი. სამხრეთის მხარეს არის ორნამენტირებული ნიში, რომელზეც შემორჩენილი არის ლურჯი საღებავის კვალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16431