ნიაზი აჰმედ ბანოღლუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიაზი აჰმედ ბანოღლუ
თურქ. Niyazi Ahmet Banoğlu
დაბადების თარიღი 1913
დაბადების ადგილი ბათუმი
გარდაცვალების თარიღი 6 ოქტომბერი, 1992(1992-10-06)[1]
გარდაცვალების ადგილი სტამბოლი
საქმიანობა მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი და ისტორიკოსი
მოქალაქეობა  თურქეთი

ნიაზი აჰმედ ბანოღლუ (თურქ. Niyazi Ahmet Banoğlu; დ. 1913, ბათუმი — გ. 6 ოქტომბერი, 1992, სტამბოლი) — ჟურნალისტი, მწერალი, ისტორიული გამოკვლევების ავტორი, თურქულ ენაზე ქართული ლიტერატურის ნიმუშების პირველი მთარგმნელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიაზი აჰმედ ბანოღლუ დაიბადა ბათუმში, 1913 წელს.

1924 წელს ოჯახთან ერთად საქართველოდან თურქეთში გადასახლდა. განათლება თურქეთში დაასრულა.

1929 წელს დაიწყო მუშაობა გაზეთ „ჰარექეთში“. უმუშავია ასევე, სხვა არა ერთ გაზეთსა და ჟურნალში, როგორებიცაა: „ჰალქინ დოსთუ“, „ვაქით“, „ჰერგიუნ“, „თარიჰ-ჯოღრაფია დუნიასი“ და სხვა.

ნიაზი ბანოღლუს რომანები და თარგმანები პრესაში იბეჭდებოდა. იყენებდა ფსევდონიმებს: ა.რეშად, ლებიფ მუამერ, ნიაზი აჰმედ ოქან. რამდენიმე წიგნი მიუძღვნა ათათურქს. მისი რომანებია: „მეციხოვნე კაპიტანი“ (1941), „შაჰინ რეისი“ (1941), „ჩერქეზი ასულები“ (1944). რომანში „სიყვარულისთვის“ გამოჩენილი ქართველი მხედართმთავრის, გიორგი სააკაძის, ცხოვრება და იმდროინდელი ისტორიული მოვლენები აღწერა[2].

ბანოღლუ ისტორიაში შევიდა, როგორც ქართული ლიტერატურის ნიმუშების თურქულ ენაზე პირველი მთარგმნელი. ქართველი მწერლების, ალექსანდრე ყაზბეგისა და ეგნატე ნინოშვილის ნაწარმოებების მისეული თარგმანების კრებული სახელწოდებით „კავკასიური მოთხრობები“ 1936 წელს გამოიცა. 1941 წელს დაიბეჭდა ალექსანდრე ყაზბეგის რომანის, „ელგუჯას“ შემოკლებული თარგმანი სახელწოდებით „კავკასიური რომანი: ელგუჯა“, ხოლო 1964 წელს – სახელწოდებით „ელგუჯა: კავკასიური სიყვარული“[3].

ბანოღლუ არა ერთი ბიოგრაფიული თხზულების ავტორიც იყო. 1983 წელს მიიღო ჟურნალისტთა ასოციაციის ჯილდო — „50 წელი ბეჭდურ სიტყვაში“.

ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ჩერქეზი ასულები“ (Çerkes Kızları, 1944)
  • „სიყვარულისთვის“ (Aşk Uğrunda, 1941)
  • „შაჰინ რეისი“ (Şahin Reis, 1941)
  • „მეციხოვნე კაპიტანი“ (Zindancı Kaptan, 1941)

თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]