ნერსეს ჰოვანესიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნერსეს ჰოვანესიანი

ნერსეს ჰოვანესიანის მემორიალური დაფა ერევანში
დაბადების სახელი სომხ. Ներսես Գեդեոնի Հովհաննիսյան
დაბადების თარიღი 12 ოქტომბერი, 1938
ერევანი, სომხეთი
გარდაცვალების თარიღი 23 ოქტომბერი, 2016 (78 წლის)
მოსკოვი, რუსეთი
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი
ჯილდოები სომხეთის სახალხო არტისტი (2005)

ნერსეს გედეონის ძე ჰოვანესიანი (სომხ. Ներսես Գեդեոնի Հովհաննիսյան; დ. 12 ოქტომბერი, 1938, ერევანი, სომხეთი — გ. 23 ოქტომბერი, 2016, მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) — საბჭოთა და სომეხი კინომსახიობი, კინორეჟისორი და სცენარისტი. სომხეთის სახალხო არტისტი (2005), სომხეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და სომხეთის სსრ მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი (1983, ფილმისთვის „ბედნიერების მექანიკა“); სომხეთის სსრ დამსახურებული არტისტი (1987), სომხური კინოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსი (2011), პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნერსეს ჰოვანესიანი დაიბადა 1938 წლის 12 ოქტომბერს ერევანში. დაამთავრა ერევნის №58 რუსული სკოლა. ინსტიტუტში სწავლამდე მსახურობდა ერევნის გ. სუნდუკიანის სახელობის ეროვნულ სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. 1953 წელს დაამთავრა ერევნის სახელმწიფო თეატრისა და კინოს ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1959 წლიდან იყო რეჟისორის ასისტენტი, შემდეგ კი — კინოსტუდია „არმენფილმის“ რეჟისორი. 1966-1967 წლებში „მოსფილმის“ კინოსტუდიაში სტაჟიორი იყო იული რაიზმანის ფილმის — „შენი თანამედროვე“ გადაღებისას.

ჰოვანესიანმა ითამაშა ფილმებში „იცოცხლე დიდხანს“, „მივლინება სანატორიუმში“ და „მსხვილი მოგება“. პირველი წარმატება მოუტანა ფილმმა „პატარძალი ჩრდილოეთიდან“, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა. მას მოჰყვა: „ჩვენ მზარეულების კონკურსზე მოვედით", „ფრენა მიწიდან იწყება“, „ბედნიერების მექანიკა“ (რომელსაც მიენიჭა სომხეთის სსრ სახელმწიფო პრემია), „უცხოთა თამაშები“. მისი ფილმები საბჭოთა კინოს კლასიკა გახდა. მრავალი წლის განმავლობაში ნერსეს ჰოვანესიანი სომხეთში მუშაობდა. შემდეგ გადავიდა მოსკოვში, სადაც აქტიურად მონაწილეობდა მოსკოვის სომხური სათვისტომოს ცხოვრებაში.

კინოსტუდია „მოსფილმში“ გადაიღო დოკუმენტური ფილმების სერია გამოჩენილი საბჭოთა კინორეჟისორების — იული რაიზმანის, მიხეილ კალატოზიშვილის, ივან პირევის შესახებ. ფილმი „მიხეილ კალატოზოვი. გზა საკუთარი თავისკენ“ არტ-ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე ძმები ლუმიერების დიდი ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. ჰოვანესიანმა გადაიღო ფილმი „სომხეთის შესახვევი, სახლი №2“, რომელიც ლაზარევების დინასტიის ისტორიას მოგვითხრობს. ხელმძღვანელობდა კინოსტუდია „არმენფილმის“ შემოქმედებით ასოციაციას, იყო სატირული კინოს ალმანახის „ბუმერანგის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რედაქტორი, კინოსტუდიისა და სომხეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის წევრი.

ნერსეს ჰოვანესიანი იყო სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესორი. 1983 წლიდან 1991 წლამდე იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი[1]. მისი ძმაა კომპოზიტორი, სომხეთის სსრ დამსახურებული არტისტი — გაჰიკ ჰოვუნცი (სომხ. Գագիկ Հովունց).

თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის ჰოვანესიანმა არაერთი პრემია და ჯილდო მიიღო. იყო სომხეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტი, სომხური კინოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსი.[2]

ნერსეს ჰოვანესიანი გარდაიცვალა მოსკოვში 2016 წლის 23 ოქტომბერს. დაკრძალულია ტროეკუროვის სასაფლაოზე.[3]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1979 — „იცოცხლეთ დიდხანს“ — ბენიკი
  • 1980 — „მსხვილი მოგება“ — შეკოიანი
  • 1981 — „მივლინება სანატორიუმში“ — არტიუშა
  • 1982 — „სადღაც მოლაღური ტირის…“ — კონფერანსიე
  • 1986 — „ბოლო კვირა“ — მოვსესი
  • 1990 — „ტოსკა“ — ენოკი
  • 2007 — „უძღები შვილის დაბრუნება“

რეჟისორი და სცენარისტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხატვრული ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1968 — „შეხვედრა გამოფენაზე“ (მოკლემეტრაჟიანი)
  • 1973 — „ერთი საათით ადრე გათენებამდე“ (ე. მელიქ-კარამიანთან ერთად)
  • 1975 — „პატარძალი ჩრდილოეთიდან“
  • 1977 — „ჩვენ მზარეულების კონკურსზე მოვედით“ (რეჟისორი, სცენარის თანაავტორი)
  • 1980 — „ფრენა მიწიდან იწყება“ (რეჟისორი, სცენარის თანაავტორი)
  • 1982 — „ბედნიერების მექანიკა“
  • 1986 — „სხვათა თამაშები“ (რეჟისორი, სცენარის თანაავტორი)
  • 2000 — „ვთამაშობთ ჯინს“ (ფილმი-სპექტაკლი)

დოკუმენტური ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1969 — „ყურადღება, რაიზმანი იღებს“
  • 1969 — „ფრთხილად, ცოცხალი არსებებია“
  • 1971 — „ავეტიკ ისააკიანი“
  • 1972 — „შეხვედრა პროფესორ ბადალიანთან“
  • 1985 — „სტუმრად მეთაურთან“ (რეჟისორი, სცენარის თანაავტორი ა. ხაჩატრიანთან ერთად)
  • 1997 — „დღეგრძელობა“

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1982სომხეთის სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
  • 1983 — სომხეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და სომხეთის სსრ მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი
  • 1987 — სომხეთის სსრ დამსახურებული არტისტი
  • 2005 — სომხეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტი[4]
  • 2011 — სომხური კინოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსი
  • 2013 — პრიზი „ფარაჯანოვის ტალერი“ (ერევნის კინოფესტივალი)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ОГАНЕСЯН Нерсес Гедеонович დაარქივებული 2016-08-19 საიტზე Wayback Machine. Кино: Энциклопедический словарь/Гл. ред. С. И. Юткевич; Редкол.: Ю. С. Афанасьев, В. Е. Баскаков, И. В. Вайсфельд и др.- М.: Сов. энциклопедия, 1987.- 640 с., 96 л. ил.
  2. 12 октября 1938 году в Ереване родился Нерсес Оганесян
  3. ОГАНЕСЯН Нерсес Гедеонович (1938 – 2016)
  4. В МЕЖДУНАРОДНЫЙ ДЕНЬ ТЕАТРА, УКАЗОМ ПРЕЗИДЕНТА АРМЕНИИ РОБЕРТА КОЧАРЯНА, ГРУППЕ ТЕАТРАЛЬНЫХ ДЕЯТЕЛЕЙ ПРИСВОЕНЫ ПОЧЁТНЫЕ ЗВАНИЯ РА. ციტირების თარიღი: 2021-08-23