შინაარსზე გადასვლა

ნევეჟისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნევეჟისი

ნევეჟისი ქალაქ კედაინიაისთან
ქვეყანა ლიეტუვა
ქალაქები კედაინიაი, პანევეჟისი
სიგრძე 210 კმ
აუზის ფართობი 6140 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ნევეჟისი ვიკისაწყობში

ნევეჟისი (ლიეტ. Nevėžis) - მდინარე ლიეტუვაში, მდინარე ნემანის მარჯვენა შენაკადი

მდინარის სიგრძეა 210 კილომეტრი, აუზის ფართობი 6 140 კმ2. მიედინება შუა ლიეტუვის დაბლობზე. გაყინულია ნოემბერ-იანვარში. ყინულძვრაა თებერვალ-აპრილში. აქვს დაახლოებით 70 შენაკადი.

მთავარი შენაკადებია:მარცხენა - ალანტა, იუოდა, უპიტე, ლინკავა, ობელისი, ბარუპე. მარჯვენა - იუოსტა, კირშინასი, ლიაუდე, კრუოსტასი, დოტნუველე, შუშვე, სმიგლა, ალუონა, სტრიუნა.

მდინარეზე განვითარებულია მეთევზეობა, მასზე მდებარეობს ქალაქი პანევეჟისი.

მდინარის სახელი ჰქვია ქალაქ კედაინიაის კალათბურთის გუნდს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: