ნაღვარევის ეკლესია
ნაღვარევის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 42°25′12″ ჩ. გ. 44°35′07″ ა. გ. / 42.42000° ჩ. გ. 44.58528° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
ადგილმდებარეობა | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | შუა საუკუნეები |
დეტალები
|
ნაღვარევის წმინდა გიორგის ეკლესია — გვიანი შუა საუკუნეების მცირე ზომის დარბაზული ეკლესია საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაღვარევში. მდებარეობს მდინარე მთიულეთის არაგვის ხეობაში, ზღვის დონიდან 1293 მ სიმაღლეზე. ნატეხი ქვით ნაგები ეკლესია უაფსიდოა, მისი ზომაა 7x4,8. ეკლესიას დასავლეთიდან მიდგმული აქვს კარიბჭე, რომელიც სამი მხრიდან თაღებითაა გახსნილი. თაღებში შირიმის ქვებია გამოყენებული. კარიბჭეს თავზე ფანჩატურიანი სამრეკლო ადგას. ინტერიერში, ჩრდილო კედელზე კედლის მხატვრობისა და ასომთავრული წარწერის კვალია. ეკლესიაში ალაგ-ალაგ შემორჩენილია გადალესილობისა და შეთეთრების კვალი, რის ქვეშაც კედლის მხატვრობა უნდა იყოს. მხატვრობა შესასწავლია.[1] ეკლესიას რესტავრაცია 2009 წელს ჩაუტარდა. გადმოცემის თანახმად, სამასმა არაგველმა კრწანისის ბრძოლის წინ ფიცი ამ ეკლესიაში დადო. საკუთრივ გეოგრაფიული პუნქტი „ნაღუარევი“ იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 355,7) და იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 35). 2020 წელს ნაღვარევის ეკლესიის მახლობლად მშენებლობა წარმოებდა, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა.[2]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგობიანი კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 284.