შინაარსზე გადასვლა

ოპერაცია სამოკავშირეო ძალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნატოს მიერ იუგოსლავიის დაბომბვა (1999))
NATO-ს მიერ იუგოსლავიის დაბომბვა
კოსოვოს ომის ნაწილი
თარიღი 24 მარტი - 10 ივნისი, 1999
მდებარეობა იუგოსლავიის სამოკავშირეო რესპუბლიკა
შედეგი იუგოსლავიის არმიის მიერ კოსოვოსა და მეტოხიის დატოვება
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1244
კუმანოვოს სამხედრო-ტექნიკური შეთანხმება
მხარეები
იუგოსლავიის სამოკავშირეო რესპუბლიკა ნატო-ს დროშა ნატო:

კოსოვოს განმათავისუფლებელი არმია

მეთაურები
სლობოდან მილოშევიჩი
დრაგოლიუბ ოიდანიჩი
სვეტოზარ მარიანოვიჩი
ნატო-ს დროშა უესლი კლარკი
ნატო-ს დროშა ხავიერ სოლანა
ნატო-ს დროშა რეპურტ სმიტი
ძალები
14 მიგ-29
34 მიგ-21
დიდი რაოდენობით საზენიტო სარაკეტო და საარტილერიო კომპლექსები
1031-ზე მეტი თვითმფრინავი

30 წყალქვეშა ნავი და ხომალდი

დანაკარგები
249 დაღუპული ჯარისკაცი და 22 დაღუპული პოლიციელი
დაახლოებით 2 500 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე და 6 000 დაჭრილი
ეკონომიკური დანაკარგი 29,6 მილიონი დოლარის სახით
2 დაღუპული ჯარისკაცი [1]
ოპერაცია სამოკავშირეო ძალა ვიკისაწყობში

ნატოს მიერ იუგოსლავიის დაბომბვა (ინგლ. Operation Allied Force, ოპერაცია „სამოკავშირეო ძალა“) — ნატოს სამხედრო ოპერაცია იუგოსლავიის სამოკავშირეო რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც მიმდინარეობდა 1999 წლის 24 მარტიდან 10 ივნისამდე. ოპერაციის მსვლელობისას დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის დიდი რაოდენობით მცირეწლოვანი ბავშვი.

ამ ოპერაციით დასრულდა კოსოვოს ომი. კოსოვოზე კონტროლი დაამყარეს ნატოს ძალებმა, რომლებმაც შემდგომ ძალაუფლება გადასცეს ეთნიკურ ალბანელებს. 2008 წლის 17 თებერვალს კოსოვომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა სერბეთისგან.[2]

ნატომ ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა დაასაბუთა რეგიონში მიმდინარე სისხლიანი ეთნიკური კონფლიქტის შეწყვეტის აუცილებლობით. იმის გამო, რომ იგი გაეროს მანდატის გარეშე განხორციელდა, კრიტიკოსები მას აღიქვამენ როგორც სამხედრო აგრესიას იუგოსლავიის წინააღმდეგ.

იუგოსლავიის წინააღმდეგ ნატომ გამოიყენა იარაღი, რომელიც აკრძალულია ნიურნბერგის ქარტიით, აგრეთვე, ჰააგისა და ჟენევის კონვენციებით. იუგოსლავიაში NATO იყენებდა ურანის დაბალი შემცველობის ბომბებს, რომელიც არა მხოლოდ მაღალი სიზუსტით გამოირჩევა, არამედ რადიოაქტიურიც არის და ტოქსიკურიც. გარდა ამისა, ნატომ გამოიყენა ე.წ. კასეტური ბომბები - იარაღი ფეთქებადი ყუმბარებით, რომელთა გამოყენებაც მოგვიანებით ოტავის კონვენციით აიკრძალა.[3]