ნარიმან ნარიმანოვის სახლ-მუზეუმი (ბაქო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნარიმან ნარიმანოვის სახლ-მუზეუმი
40°22′13″ ჩ. გ. 49°49′34″ ა. გ. / 40.37028° ჩ. გ. 49.82611° ა. გ. / 40.37028; 49.82611
დაარსდა 1977 წ.
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მდებარეობა ბაქო
ოფიციალური საიტი http://nerimanov.ev-muzeyi.az/az/
Map

მემორიალური მუზეუმი 1977 წლის 6 ნოემბერს გაიხსნა. წითელი ლენტი აზერბაიჯანის კომპარტიის ცკ-ს პირველმა მდივანმა ჰეიდარ ალიევმა გაჭრა.

აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სამუზეუმო ფონდი ნარიმანოვის შესახებ დოკუმნტებით გამდიდრდა, რომლებიც ადრე მიუწვდომელი იყო. მუზეუმში დაცული ერთეულების რაოდენობა 400-დან 5200-მდე გაიზარდა. მუზეუმის კოლექცია ისეთმა ექსპონატებმა შეავსეს, როგორებიცაა ნარიმანოვის ქარვის კრიალოსანი და ყარაყუმის ფაფახი, მაგიდის ძველი საათები.[1]

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობა რომელშიც მუზეუმია განთავსებული

მუზეუმი განთავსებულია იმ შენობაში, რომელიც ოდესღაც მეწარმე ბაბაევს ეკუთვნოდა და არქიტექტორ ისმაილოვის პროექტით იქნა აგებული 1905 წელს. თავდაპირველად სახლი ორსართულიანი იყო, შემდეგ მესამე სართული დაშენდა. ნარიმანოვი აქ თავის ოჯახთან ერთად 1913 წლიდან 1918 წლამდე ცხოვრობდა.

სასადილოში ექსპონირებულია ნარიმანოვის დაბადების მოწმობა, გორის სემინარიის დამთვარების მოწმობა, მასალები, რომლებიც მოწმობენ ნარიმანოვის პედაგოგიური საქმინაობის შესახებ თბილისი გუბერნიის ბორჩალოს მაზრის სოფელ ყიზილ-აჯლოში. ამასთან ერთად ოთახში გამოფენილია ნარიმანოვისა და მისი ოჯახის ფოტოები. აქვეა თბილისში მდებარე იმ სახლის მაკეტი, რომელშიც ნარიმანოვი დაიბადა. „შეითანბაზარის“ მახლობლად მდებარე ამ სახლმა, რომელშიც აზერბაიჯანლები ცხოვრობდნენ, ჩვენამდე ვერ მოაწია.[1]

საძინებელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნარიმანოვის საძინებელში გამოფენილია ვაჟიშვილ ნაჯაფთან ერთად გადაღებული ფოტოები, რომელიც დიდი სამამულო ომის პერიოდში ვოლნოვახის დაცვისას დაიღუპა. ასევე ამ ოთახში ექსპონირებულია ტარი, რომელიც ნარიმანოვს ეკუთვნოდა და რომელზეც დაკვრა მას უყვარდა.[1]

სადოქტორო კაბინეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეოთხე ოთახი ნარიმანოვის სამუშაო კაბინეტს წარმოადგენს. ყველა ნივთი, მათ შორის სამედიცინო დანიშნულების, ნარიმანოვის კუთვნილებაა. ნარიმანოვი ავადმყოფებს ამ ოთახის გარდა იღებდა შენობაში სადაც ამჟამად აზერბაიჯანის მედიცინის მუზეუმია განთავსებული. აქვე განტავსებული ნარიმანოვის შრომები მედიცინაში. სამუშაო მაგიდის თავზე ნარიმანოვის დიპლომია მოთავსებული, როგორც ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის დამთავრების საბუთი.[1]

მუზეუმი ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს პროფილურ მუზეუმებთან აზერბაიჯანში, რუსეთში, საქართველოსა და უზბეკეთში. რიგ ადგილებში მუზეუმმა თავისი ფილიალები, სასკოლო მუზეუმები და ნარიმანოვის სახელობის კუთხეები გახსნა. ასევე მუზემში ტარდება თემატური ღონისძიებები. მათ რიცხვშ ტრადიციული ყოველწლიური შეხვედრა 14 აპრილს, ნარიმანოვის დაბადების დრის აღსანიშნავად.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Об открытии Мемориального музея Н. Нариманова. Официальный сайт Дома-музея Нариманова в Баку (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04.