ნანი გუგუნავა
ნანი ახმედის ასული გუგუნავა (დ. 21 მარტი, 1937, ბათუმი, — გ. 8 მარტი, 2020[1]) — ქართველი პედაგოგი და სახელმწიფო მოხელე; პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2001).
დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1961 წელს. 1961 წლიდან იქვე მუშაობდა სხვადასხვა პედაგოგიურ და ადმინისტრაციულ თანამდებობაზე. 1986-1993 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, 1993-2004 წლებში — აჭარის განათლების მინისტრი. 2004 წელს, აჭარაში ასლან აბაშიძის მმართველობის ბოლო პერიოდში, არჩეული იყო აჭარის პარლამენტის სენატორად და სენატის სამდივნოს თავმჯდომარედ. 2009 წელს აირჩიეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორად. გამოქვეყნებული აქვს შრომები პედაგოგიური აღზრდისა და ემიგრანტული ლიტერატურის პრობლემების შესახებ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997), მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიით (1994).
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გუგუნავა ნ., აჭარის ქალთა საბჭოს ისტორიიდან (თანაავტორი). - ბათუმი, ს.ს. "გამომცემლობა აჭარა", 2010. - 416გვ.
- გუგუნავა ნ., განათლება აჭარაში ბოლო ათწლეულში (1990-2000 წლები) (ავტორი). - თბილისი, აჭარა, 2003. - 324 გვ.
- გუგუნავა ნ., მემედ აბაშიძე განმანათლებელი (ავტორი). - ბათუმი, "გამომცემლობა აჭარა", 1997. - 384გვ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 173.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 82 წლის ასაკში ნანი გუგუნავა გარდაიცვალა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია. 8 მარტი 2020.