ნათელა ფოცხვერაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფოცხვერაშვილი.
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნათელა.

ნათელა კონსტანტინეს ასეული ფოცხვერაშვილი (ბერიძე) (დ. 9 სექტემბერი, 1920, თბილისი — გ. 20 იანვარი, 1963, იქვე) — ქართველი ლოტბარი, ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, მაგრამ მან, რომ იგი იზრდებოდა მუსიკალურ გარემოში და უსაზღვროდ იყო გატაცებული ხელოვნების ამ დარგით, განსაზღვრა მისი მომავალი. 13 წლის გოგონა უკვე მღეროდა მეჩონგურე ქალთა ანსამბლში, რომელსაც დედამისი, ალექსანდრა ფოცხვერაშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო 1940 წლიდან უფრო აქტიურად ამოუდგა გვერდში დედას და მოგვიანებით ამ ანსამბლის მხატვრული ხელმძღვანელი და დირექტორიც გახდა.

ამ დროისათვის მას უკვე დამთავრებული (1947) ჰქონდა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური განყოფილება პროფესორ ო. შულგინას კლასით. პარალელურად ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც. იყო I მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 339, თბ., 1994