კონსტანტინე ფოცხვერაშვილი
| კონსტანტინე ფოცხვერაშვილი | |
|---|---|
|
| |
| ბიოგრაფია | |
| დაბ. თარიღი | 11 სექტემბერი, 1880[1] |
| გარდ. თარიღი | 22 მარტი, 1959[1] (78 წლის) |
| გარდ. ადგილი | თბილისი |
| დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
კონსტანტინე (კოტე) გიორგის ძე ფოცხვერაშვილი (დ.11 სექტემბერი, 1880, სოფ. სვირი, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 22 მარტი, 1959, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი და ლოტბარი. საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1933).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაწყებითი განათლება მიიღო თბილისში და განაგრძო პეტერბურგში, სადაც მეცადინეობდა ცნობილი პედაგოგების ხელმძღვანელობით. დაამთავრა აგრეთვე იურევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.
კონსტანტინე ფოცხვერაშვილი არის საქართველოს ყოფილი სახელმწიფო ჰიმნის — დიდება — ავტორი. მართალია იგი ვერ მოესწრო ამ შესანიშნავი სიმღერის ახალ ცხოვრებას, მაგრამ 79 წლის შემდეგ 1990 წლის 12 ნოემბერს საბჭოთა იმპერიისაგან განთავისუფლებულისაქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველმა სესიამ დაამტკიცა რესპუბლიკის ახალი ატრიბუტიკა — ეროვნულ ჰიმნად კ. ფოცხვერაშვილის დიდება.
შექმნილი აქვს მრავალი სიმღერა, ასევე დამუშავებული ქართული ხალხური სიმღერები, მათ შორისაა „გაფრინდი შავო მერცხალო“, „გურჯანელნი“ და ა.შ., ორი ოპერა: სიმფონიური ოპერა „კერპთა დამხობა“ და საბავშვო ოპერა „მანანა“.
1916 წელს შეკრიბა აჭარული მუსიკალური ფოლკლორის ნიმუშები, შეადგინა გუნდი და 1917 წელს თბილისში კონცერტი გამართა. 1919 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში, სადაც დააარსა საქართველოს აკადემიური გუნდი, რომელსაც იგი 16 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
კონსტანტინე ფოცხვერაშვილის თითქმის 60 წლის შემოქმედება ღირსეულად დაფასდა. 1933 წელს მას მიენიჭა რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება, დაჯილდოებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 337, თბ., 1994
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კონსტანტინე ფოცხვერაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- კონსტანტინე ფოცხვერაშვილი — ქართული სიმღერები
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.