მჭადა (ყვავილედი)
იერსახე
მჭადა (ლათ. amentum) — თავთავისებური, ხშირად დაკიდებული ყვავილედი. შედგება ერთსქესიანი ყვავილისაგან. დაყვავილების ან ნაყოფის მომწიფების შემდეგ მთლიანად ჩამოცვივდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ყვავილები მაინც რჩება მცენარეზე (მაგალითად, არყის, მურყნის, და სხვა).
მჭადა ყვავილედი აქვს ტირიფს, ვერხვს, არყს, თხილს, წაბლს, მუხას, კაკალს და სხვა. ზოგს მიაჩნია, რომ უფრო მართებულია ტირიფისა და ვერხვის ყვავილედს ეწოდოს მარტივი თავთავი, ხოლო არყისას — დიქაზიუმებისაგან შემდგარი თავთავი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კაჭარავა მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 267.