მწვანულა (თევზი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მწვანულა.
მწვანულა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ქორჭილასნაირნი
სახეობა:  მწვანულა
ლათინური სახელი
Crenilabrus tinca
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 187805

მწვანულა (ლათ. Crenilabrus tinca) — თევზი ქორჭილასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 10-15 სმ, ზოგჯერ 30 სმ, მასა 290 გ აღწევს. გავრცელებულია შავ, აზოვის, ხმელთაშუა ზღვებსა და ატლანტის ოკეანეში. ბინადრობს ძირითადად სანაპირო ზონაში წყალმცენარეებით დაფარულ კლდეებსა და ქვებს შორის. მაის-ივნისში ყრის 12 ათასიდან 58 ათასამდე კვერცხს. იკვებება ფსკერული უხერხემლო ცხოველებით, ძირითადად ორსადგულიანი მოლუსკებით და წვრილი კიბოსნაირებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]