მწვანე არმია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„მწვანე არმიელები“ ხშირად იყენებდნენ მწვანე და შავ დროშას, ან ამ ორი ფერის კომბინაციას

მწვანე არმია (რუს. Зеленоармейцы) — 1917-1922 წლებში, რუსეთის სამოქალაქო ომში წარმოქმნილი გლეხთა სამხედრო ფორმირება. „მწვანეარმიელები“ წარმოადგენდნენ ნახევრად ორგანიზებულ ადგილობრივ მილიციას, რომლებიც საკუთარი თემის დასაცავად ებრძოდნენ ბოლშევიკებს, თეთრგვარდიელებს, და უცხოელ ინტერვენტებს. მწვანეარმიელები იდეოლოგიურად ნეიტრალურები იყვნენ, მაგრამ თავდაპირველად ასოცირდებოდნენ სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიასთან, იმ დროისთვის ყველაზე ვრცელ ჯგუფთან, რომელიც 1917 წლის არჩევნების შედეგად რუსეთის ფედერაციის დამფუძნებელ კრებაში უმრავლესობაში აღმოჩნდა. მწვანე არმიელებს მთელი რუსეთის მაშტაბით გააჩნდათ ტაქტიკური უპირატესობა, თუმცა მათი ძირითადი ბაზა, გლეხები, თავს არიდებდა რუსეთის სამოქალაქო ომში აქტიურად მონაწილეობას, რამაც 1922 წელს ბოლშევიკების გამარჯვება და შედეგად მწვანე არმიის გაუქმება განაპირობა.

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის სამოქალაქო ომში „მწვანეთა მოძრაობა“ ჩამოყალიბდა, როგორც გლეხთა პოპულარული რეაქცია ბოლშევიკების საქმიანობის აღსაკვეთად, რომელიც ოქტომბრის რევოლუცის შემდეგ, 1917 წლის ნოემბერიდან დაიწყო. ამ დროიდან ბოლშევიკურმა მთავრობამ „სამხედრო კომუნიზმის“ პოლიტიკა მიიღო და რუსეთის პერიფერიებში ოფიციალურ პირებს აგზავნიდა გლეხთა მიწებზე, რათა აეგროვებინათ საჭირო რესურსები, რაც არმიის შენახვას და სოციალისტური ეკონომიკის შექმნას ესაჭიროებოდა. ისინი გლეხებს ართმევდნენ ქონებას და იძულებით იწვევდნენ სამხედრო სამსახურში. სახელმწიფოს მიერ წარდგენილი პირები ხშირად აჭარბებდნენ საკუთარ უფლებებს და განურჩევლად ძარცვავდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. მთავრობის მიერ გატარებულმა მკაცრმა პოლიტიკამ გლეხების გაღიზიანება გამოიწვია, რამაც საფუძველი დაუდო საყოველთაო უკმაყოფილებას ბოლშევიკური რეჟიმის მიმართ. სისხლიანი რეპრესიები ყოველი პოპულარული აჯანყების ჩახშობის შემდეგ, მიზეზი გახდა გლეხთა მთავრობის მიმართ გაუცხოვების, რომელიც უფრო მკაცრი აღმოჩნდა ვიდრე ძველი მჩაგვრელები (მონარქისტები). სწორედ ბოლშევიკების ექცესები გახდა საფუძველი გლეხთა ნაწილი ანტი-ბოლშევიკურ საქმიანობაში ჩართულიყო,[1] რამაც დასაბამი დაუდო მწვანე არმიის ჩამოყალიბებას.

დამფუძნებლები, ლიდერობა და მიზნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვანე არმია იყო გლეხთა სპონტანური უკმაყოფილების მანიფესტი ვიდრე სპეციფიური იდეოლოგიისთვის მებრძოლი ძალა. 1918-19 წლებში არსებული გლეხთა აჯანყებებს გააჩნდათ მკვეთრად განსხვავებული ეროვნული და რეგიონალური, უამრავი იდეოლოგიური ნიშნები, თუმცა გამოიკვეთა საერთო მოთხოვნები.

  1. კომუნალური მიწების შავად გადანაწილება.
  2. მარცვლეულსა და სხვა საკვებ პროდუქტებზე სახელმწიფო მონოპოლიის დასრულება და მათი თავისუფალ ადგილობრივ ბაზარზე დაბრუნება.
  3. თავისუფალი საბჭოები, ანუ თვითმართველობა. ეს იმთავითვე გულისხმობდა საბჭოებს კომუნისტების გარეშე, თავიდანვე მათ რიცხვში ასევე შედიოდა ებრაელები და „მოსკალები“.
  4. არავითარი თავსმოხვეული საბჭოთა მეურნეობა („სოვხოზი“) და კომუნა, რომელიც ხშირად გამოვლინდებოდა ახალი ბატონყმობის შემოღებით.
  5. რელიგიების, ადგილობრივი თუ ეროვნული წეს-ჩვეულებების და ტრადიციების პატივისცემა.

ეს მოთხოვნები, კერძოდ სოციალურ-ეკონომიკურ ნაწილში, იყო ახლოს ესერების იდეოლოგიასთან, რომელიც გავრცელებული იყო მაშინდელ უკრაინელ და რუს მოსახლეობაში, ხშირად ინტელიგენციურ გარემოში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ესერების პარტიის პროგრამას იზიარებდნენ.

1920 წელს ბოლშევიკებმა გაიმარჯვეს თეთრგვარდიელებზე, თუმცა ბრძოლა ისევ გაგრძელდა უკვე საკუთარი კლასის შიგნით. წითელ არმიელი გლეხები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ ახალი მთავრობის მიმართ და დეზერტირები ტყეებს აფარებდნენ თავს სადაც თანდათან ჩამოყალიბდა თანამოზარეთა ჯგუფი. მიუხედავად იმისა, რომ მწვანე არმიელები ბოლშევიკებს ეწინააღმდეგებოდნენ, ისინი ხშირად ამას აკეთებდნენ არავითარი გეგმის ან ალტერნატიული მთავრობის ფორმირების სურვილის გარეშე; მათ ნებისმიერი საშუალებით სურთად ბოლშევიკების პერიფერიებიდან განდევნა.[2]

მიუხედავად საბჭოთა მიერ აღრიცხული ოპოზიციონერების საქმიანობისა, მწვანე არმიელთა ლიდერების შესახებ მხოლოდ მცირე ინფორმაცია არსებობს. მწვანე არმია იქმნებოდა მოტივირებული ინდივიდების მიერ, რომლებიც ერთობლივად რუსეთის პერიფერიებიდან აყალიბებდნენ გასამხედროებულ ჯგუფებს. ისინი იღებდნენ სოფლის მოსახლეობას და წითელ არმიელ დეზერტირებს. მწვანე არმიის ლიდერები შედიოდნენ სოფლებში, სადაც ავრცელებდნენ მარტივ და ბუნდოვან მესიჯებს, მათ რიტორიკაში არსებული რეაქციული სულისკვეთება ზრდიდა ადგილობრივთა ენთუზიაზმს. ისინი ხშირად შესაბამისად არ აფასებდნენ საბჭოთა სიძლიერეს და ოპოზიციონერთა გამარჯვებს იყენებდნენ, როგორც მაგალითს, რათა მსმენელი დაერწმუნებინათ და შემდეგ დაეყოლიებინათ მწვანე არმიაში გაწევრიანებაზე. მიზნების სიმარტივე, ყველა ჯგუფის მიმართ გახსნილობა ქმნიდა ოპტიმალურ განწყობას; მწვანეთა ლიდერებმა შეძლეს გლეხებში გამოეწვიათ შეგრძნება, თითქოს მათ შესწევთ ძალა შეცვალონ ბოლშევიკური რეჟიმი.[3] მწვანე არმიელები ასევე სარგებლობდნენ მხარდაჭერას ურბანული მოსახლებოსაგან და რკინიგზის მუშაკებისგან, რომლებიც სოფლებში იხიზნებოდნენ და ადგილობრივებს საშინელი სამუშაო პირობების შესახებ უყვებოდნენ.[4]

ტაქტიკა და საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ მწვანე არმიელების სხვა გლეხური ფორმირებებისგან გამიჯვნა რთულია, ისინი შედარებით მაღალი ორგანიზებულობით გამოირჩეოდნენ. აღსანიშნავია ალექსანდრ ანტონოვის არმია ტამბოვში, რომელსაც მობილიზებული ჰყავდა სამედიცინო ჯგუფი, სარეზერვო ბრიგადა, კომპლექსური საკომუნიკაციო სისტემა და დაზვერვა.[5] დეზერტირების მიერ მოპოვებული იარაღის გარდა, მწვანეები სამხედრო მატერიალებს სხვადასხვა მეთოდით: მოწინააღმდეგის არმიის დამარცხებით, ბოლშევიკების სამხედრო საცავების გაძარცვით და რუსეთის იმპერიის არმიის ყოფილ გარნიზონებში აგროვებდნენ. მწვანეები საბჭოთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ დასახლებებში აწყობდნენ აჯანყებებს, რაც ხშირად გლეხების გამარჯვებით სრულდებოდა და ამ მეთოდით იძენდნენ ახალ ძალებს. მწვანეთა არმია ეფექტურად აწრამოებდა პარტიზანულ ომებს, ისინი თავს ესხმოდნენ ბოლშევიკების კომუნიკაციურ სისტემებს, ქარხნებს, რკინიგზას და ცალკეულ წითელ არმიელთა დანაყოფებს.[6] ხშირად ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებოდნენ დამარცხებულ წითელ არმიელებს, სჯიდნენ სამხედროებს, აზიანებდნენ მათ სხეულის ნაწილებს, აწამებდნენ ოჯახის წევრებს ან ცოცხლადვე მარხავდნენ მათ.[7]

1921 წლის წითელ არმიელთა შტაბის დოკუმენტში, სერგეი კამენევი აუწყებს ტროცკის, რომ ამ მომენტისთვის არსებობდა სამი ტიპის ბანდიტიზმი.

1) ექვსი დიდი კერა, სადაც მეამბოხეები სარგებლობდნენ აქტიური მხარდაჭერით ადგილობრივი მოსახლეობისგან და შეუძლიათ მიიმხრონ ათასობით მებრძოლი:

  1. ანტონოვშინა, ტამბოვსკის გუბერნიაში — დაახლოებით 15,000 მეამბოხე;
  2. დასავლეთ უკრაინის — 50,000-60,000 მეამბოხე;
  3. უკრაინის მარჯვენა სანაპირო — დაახლოებით 2,500 პარტიზანი, ძირითადად უკრაინელი ნაციონალისტები;
  4. უკრაინის მარცხენა სანაპირო — სადაც, მახნოს უფლებამოსილების ქვეშ, იყო დაახლოებით 1,500 ადამიანი;
  5. შუა აზია — დაახლოებით 25,000-30,000 „ბასმაჩი“;
  6. დაღესტანი — სადაც, 1921 წლის გაზაფხულში მოქმედებდა 5,000 მეამბოხე.

2) უამრავი მცირე და დიდი ბანდები მთელი ქვეყნის მაშტაბით, დაკავშირებული ადგილობრივ მოსახლეობასთან, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობისგან აქტიური მხარდაჭერის გარეშე.

3) კრიმინალური ბანდიტიზმი, რომლის ჩახშობას მტკიცე მხარდაჭერას უცხადებდა თვით გლეხებიც.

თანამშრომლობა სხვა ჯგუფებთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვანე არმიელები ხშირად თანამშრომლობდნენ ოპოზიციურ ჯგუფებთან – მათ შორის ანარქისტებთან და ზომიერ მემარცხენე სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიასთან – რათა ერთობლივი ძალისხმევით გამკლავებოდნენ ბოლშევიკებს, მაგრამ ეს იყო სტრატეგიული და არა იდეოლოგიური მიზნებით განპირობებული კავშირი.[8] როდესაც დამარცხებული თეთრგვარდიელები მწვანე არმიელებს უერთებოდნენ, ბოლშევიკები ვარაუდობდნენ რომ ეს ორი ელემენტი შეკავშირებული იყო.[9]

ბოლშევიკური პასუხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლშევიკებს სურთად მწვანე არმიელებისთვის ანტი-რევოლუციური და ანტი-კომუნისტური იერი მიეცათ. პროვინციის კომუნისტი გამგებლები ადგილობრივ მოსახლეობას უცხადებდა, რომ მწვანე არმია თეთრგვარდიელების ქვედანაყოფი იყო, მიუხედავად იმ ფაქტისა რომ მწვანე არმია ძირითადად ეწინააღმდეგებოდა თეთრებს, ისევე როგორც წითლებს. ბოლშევიკები ასევე გადაჭარბებით საუბრობდნენ კულაკების როლზე მწვანე არმიაში, რომლებიც რა თქმა უნდა შეადგენდა ამ მოძრაობის ნაწილს, მაგრამ არა წამყვან ძალას.[10]

ბოლშევიკებს თავდაპირველად სჯეროდათ, რომ ისინი ადივლად დაამარცხებდნენ მწვანეებს და მათ ეპყრობოდნენ, როგორც უსუსურ ძალას. ისინი მწვანე არმიას განიხილავდნენ, როგორც გლეხთა არმიის ცალკეულ აჯანყებას და არა ორგანიზებულ ძალას. როდესაც ბოლშევიკებმა გაანალიზეს მწვანეთა მოძრაობის ძალა, ისინი უკვე ჩამოყალიბებული იყვნენ სერიოზულ სოციალურ და სამხედრო საფრთხედ. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს რომ მწვანეთა მოძრაობამ კომუნისტური პარტიას აიძულა კონტრზომების მიღება, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა რეფორმების გატარებაში. აღსანიშნავია 1921 წელს მათ მიერ მიღებული ახალი ეკონომიკური სტრატეგია, რამაც შეასუსტა მწვანეთა პროპაგანდა გლეხებზე. 1922 წლის ზაფხულში ბოლშევიკებმა საბოლოოდ მოიპოვებს გამარჯვება სამოქალაქო ომში, სწორედ ამ პერიოდიდან ქრება მწვანეთა მოძრაობაც.[11]

მარცხის მიზეზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლშევიკების პასუხის გარდა, მწვანე არმიის მარცხი, რიგმა შიდა ასპექტებმა გამოიწვია. მწვანეთა საქმიანობა იყო ძალადობა კონკრეუტლი მიზნის გარეშე, გარდა იმისა რომ ისინი ხოცავდნენ კომუნისტებს და აზიანებდნენ მათ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. მწვანეთა არმიები იშვიათად ტოვებდნენ მათ გეოგრაფიულ რეგიონს.[12] იმ შემთხვევაშიც თუ ისინი იკავებდნენ ცალკეულ ქალაქებს თუ სოფლებს, ვერ ახერხებდნენ მათზე კონტროლის შენარჩუნებას და უბრალოდ ტოვებდნენ ტერიტორიებს, რომლებსაც ისევ ბოლშევიკები იკავებდნენ.[13] გარდა იმისა, რომ მათ არ გააჩნდათ კონკრეტული იდეოლოგია, მათ რიგებში არსებული კონტიგენტი შედგებოდა: გლეხების, კულაკების, მუშების და თეთრგვარდიელებისგან, რომელთა ნაწილი თავიდავნე დაპირისპირებულ ძალებს წარმოადგენდნენ. მწვანე არმიელები არ იღებდნენ გასამჯელოს, გააჩნდათ მცირე მარაგი და ყოველივე ამ ფაქტის გათვალისწინებით ისინი ჩამორჩებოდნენ წითელ არმიელებს.[14]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Compare: Vladimir N. Brovkin, Behind the Front Lines of the Civil War: Political Parties and Social Movements in Russia, 1918-1922 (Princeton: Princeton University, 1994), 130-54.
  2. Orlando Figes, Peasant Russia, Civil War: The Volga Countryside in Revolution (New York: Oxford University Press, 1989), 319-20.
  3. Radkey, Unknown Civil War, 70-94.
  4. Graeme J. Gill, Peasants and Government in the Russian Revolution (London: Macmillan, 1979), 185.
  5. Radkey, Unknown Civil War, 139-47.
  6. Raleigh, Donald J. Experiencing Russia’s Civil War, (Princeton: Princeton University, 2002), 337-41. and Radkey, The Unknown Civil War, 139-74.
  7. Radkey, Unknown Civil War, 319-21.
  8. Radkey, Unknown Civil War, 84, 142.
  9. Raleigh, Experiencing Russia’s Civil War, 382.
  10. Radkey, Unknown Civil War, 78-80, 104-7, 407.
  11. Raleigh, Experiencing Russia’s Civil War, 354-87.
  12. Radkey, Unknown Civil War, 49-59.
  13. Brovkin, Behind the Front Lines of the Civil War, 319-21.
  14. Radkey, Unknown Civil War, 49-59.

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]