მცირე ლურიკი
იერსახე
| მცირე ლურიკი | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Alle alle (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 22694837 | |||||||||||||||
| |||||||||||||||
მცირე ლურიკი[1] (ლათ. Alle alle) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგის ალკასებრთა ოჯახისა. მისი სიგრძეა 25 სმ, იწონის დაახლოებით 250 გ-ს. სხეულის ზედა ნაწილი შეფერილია შავად, ქვედა კი — თეთრად. გავრცელებულია ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ და ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის დასავლეთ მხარეს. წლის უდიდეს ნაწილს ზღვაში ატარებს. ბუდობს დიდ კოლონიებად არქტიკულ სანაპიროებზე. დედალი 1 (იშვიათად 2) კვერცხს დებს ქვების ქვეშ, რამენაირი ქვეშსაგების გარეშე. იკვებება ზღვის წვრილი უხერხემლოებით. გააჩნია ადგილობრივი სამრეწველო მნიშვნელობა; იყენებენ მის ხორცს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მცირე ლურიკი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 52, 129, 183.
