მღრინავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მღრინავი
Piviere tortolino.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Charadrius morinellus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 106003147
გავრცელება
EudromiasMorinellusIUCNver2018 2.png
  მხოლოდ ბუდობა
  მიგრაციის მარშრუტები
  მიგრაციის რაიონები

მღრინავი,[1][2] ტიბუარა[2] (ლათ. Charadrius morinellus) — ფრინველი მეჭვავიასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 25 სმ. შეფერილია ჭრელად — შავად, წითურად და თეთრად; მობუდარს აქვს გრძელი წარბი, შავი მუცელი და მკერდის თეთრი განივი ზოლი, რომლის ზემოდანაც შავი ზოლი გასდევს, არამობუდარის და წლევანდულას ფერები ნაკლებადაა გამოხატული.[2] გავრცელებულია ევროპისა და აზიის ქვიან ტუნდრაში, აგრეთვე ჩრდილოეთ და ცენტრალური ევროპის, ურალისა და ციმბირის მთის ტუნდრაში; საქართველოში გადაფრენისას გვხვდება.[2] გადამფრენი ფრინველია. ზამთრობს აფრიკასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. ბუდობს მიწაზე. დებს ჩვეულებრივ 3 კვერცხს, იშვიათად 2 ან 4-ს. ინკუბაცია 22–25 დღე-ღამე გრძელდება, კრუხობს მხოლოდ მამალი და ბარტყებიც მას დაჰყავს. იკვებება მწერებითა და სხვა უხერხემლოებით, აგრეთვე კეწერას კენკრით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 89, 142, 214, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 146, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8