მუჰამედ ნადირ-შაჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Mohammed Nadir Khan of Afghanistan.jpg

მუჰამედ ნადირ-შაჰი (პუშტუ امحمد نادر شاه‎‎ დ. 1883 — გ. 1933) — ავღანეთის მეფე, პუშტუნების ეთნოსის წარმომადგენელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1919 წლიდან, ამანულა ხანის ავღანეთის მეფის ტახტზე ასვლიდან ჰქონდა გენერლის წოდება. ბრიტანეთ-ავღანეთის მესამე ომში იყო ავღანეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. შემდეგ იკავებდა ავღანეთის სამხედრო მინისტრის თანამდებობას. 1920-იანი წლების დასაწყისში იყო ავღანეთის ელჩი საფრანგეთში. ამანულა ხანის წინააღმდეგ მოწყობილი წარუმატებელი აჯანყების შემდეგ მიდის ემიგრაციაში ინდოეთში. აქ იღებს ბრიტანელების მხარდაჭერას, ბრუნდება ავღანეთში, სათავეში უდგება პუშტუნთა ტომებს და იწყებს ბრძოლას ამანულა ხანის წინააღმდეგ. ამანულა ხანის დმარცხების და ქვეყნიდან გაძევების შემდეგ თავს აცხადებს ავღანეთის მეფედ. ქვეყანაში იწყებს დემოკრატიული რეფორმების გატარებას. მისი მეფობის დროს, 1931 წელს მიიღეს ახალი კონსტიტუცია, სადაც გათვალისწინებული იყო ადგილობრივი ტომების უფლებები. გამოაცხადა სახელმწიფოებრივი ნეიტრალიტეტი, თუმცა რეალურად ეკავა პრობრიტანული პოზიცია. დაამყარა მმართველობის მკაცრი ფორმა, რამაც მკვეთრად გაზარდა მოსახლეობის უკმაყოფილება. მოკლეს 1933 წელს ერთ-ერთი საზეიმო ცერემონიის დროს. მის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი შვილი მუჰამედ ზაჰირ-შაჰი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: