სამტრედიის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სამტრედიის რაიონი)
Jump to navigation Jump to search
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
IM-samtredia-ka.svg

სამტრედიის მუნიციპალიტეტი  დროშა სამტრედიის მუნიციპალიტეტი გერბი

რეგიონი

იმერეთის მხარე

სიმჭიდროვე

166 [1] კაცი/კმ²

ფართობი

364,1 კმ2

მოსახლეობის რაოდენობა

Decrease2.svg 48 562 კაცი (2014 წელი)

ეროვნება

ქართველები 99.2%
რუსები 0.5%
ბოშები 0.1%
აფხაზები 0.1%
სომხები 0.1%[2]

სამტრედიის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სამტრედია.

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ძირითადი ნაწილი კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს ხოლო მცირე ნაწილი საჯავახოს ზეგანზეა შეფენილი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას შუაზე კვეთს მდინარე რიონი, სხვა მნიშვნელოვანი მდინარეა გუბისწყალი.

ტემპერატურა მერყეობს +5-დან (იანვარი) +25 (ივლისი) გრადუსამდე. ნალექების მაქსიმალური რაოდენოაბ ოქტომბერ-დეკემბერში ფიქსირდება (160 მმ.), მინიმალური კი - მაისში (20 მმ.)

მდინარე გუბისწყალი
სამტრედიის კლიმატი

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 64 504
2002 60 429 Decrease2.svg
2014 48 563 Decrease2.svg

ადგილობრივი თვითმმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამტრედიის მუნიციპალიტეტში არის შემდეგი ადმინისრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

სამტრედიის მუნიციპალიტეტს გააჩნია საკუთარი სიმბოლიკა: სამტრედიის დროშა და სამტრედიის გერბი.

საზოგადოებრივი სფერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანდაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში ოთხი საავადმყოფო მოქმედებს: რაიონული (გათვლილია 50 საწოლზე), ბავშვთა და ბავშვთა და დედათა (გათვლილია 40 საწოლზე) საავადმყოფოები და მოზრდილთა პოლიკლინიკა. ოთხივე საავადმყოფო არსებობს შპს-ს ფორმით. ყველა მათგანი განთავსებულია ქალაქ სამტრედიაში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედებს 7 სადაზღვევო კომპანია.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამტრედიაში სკოლამდელ დაწესებულებებს ხელმძღვანელობს ააიპ მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება, რომლის შემადგენლობაში შედის 20 ბაგა-ბაღი, ამათაგნ 11 ქალაქში, ხოლო 9 - სოფლებში. ბაღებს ემსახურება 50 პედაგოგი. სულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება ემსახურება 1005 აღსაზრდელს და უზრუნველყოფს მათ უფასო კვებას, აღზრდას და მომზადებას სკოლიასთვის.

სამტრედიაში 16 საჯარო სკოლაა, აქედან 7 ქალაქ სამტრედიაში, ხოლო 9 სხვადასხვა სოფლებში.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამტრედიის მუნიციპალიტეტში არის ერთი მუზეუმი - ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი სოფელ დიდ ჯიხაიშში, ორი სამუისკო სკოლა (დიდ ჯიხაიშსა და სამტრედიაში), მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი და სამხატვრო გალერეა ქალაქ სამტრედიაში.

მედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვრცელდება ერთი ადგილობრივი გაზეთი "სამტრედიის მაცნე".

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1 და საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია:

აგრეთვე:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: