მუსტაფა მარდანოვი
მუსტაფა მარდანოვი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
28 თებერვალი, 1894 მარანდი, ირანი |
გარდაცვალების თარიღი |
12 დეკემბერი, 1968 (74 წლის) ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
დაკრძალულია | საპატიო ხეივანი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია, აზერბაიჯანის სსრ |
ეთნიკურად | აზერბაიჯანელი |
განათლება | რუსეთის თეატრალური უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1909-1968 |
მუსტაფა მარდანოვი (აზერ. Mustafa Həşim oğlu Mərdanov; დ. 28 თებერვალი, 1894, მარანდი, ირანი - გ. 12 დეკემბერი, 1968, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — აზერბაიჯანის თეატრისა და კინოს მსახიობი,[1] აზერბაიჯანის სსრ-ის სახალხო არტისტი (1943), „შრომის წითელი დროშის ორდენის“ ლაურეატი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუსტაფა მარდანოვი დაიბადა 1894 წლის 28 თებერვალს, ირანის ქალაქ მარანდში. ბავშვობაში, მისი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და 1924 წლამდე თბილისში ცხოვრობდნენ. მამას სურდა შვილს უმაღლესი განათლება ჰქონოდა. ამ სურვილით მამამისმა ის თბილისის გიმნაზიაში გაგზავნა სასწავლებლად. მაგრამ, მუსტაფა უფრო თეატრით იყო დაინტერესებული. 1917 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მარდანოვი საცხოვრებლად როსტოვში გადავიდა და იქ სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც ასევე მუშაობდა დრამის სტუდიაში. 1918 წელს იგი თბილისში დაბრუნდა.[2]
შემდგომში, ახალგაზრდა მსახიობმა უმაღლესი განათლების მიღების სურვილით მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ჩაირიცხა თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში. 1924 წელს მოსკოვის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ბაქოში გადავიდა და სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა აზერბაიჯანის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. მუსტაფა მარდანოვი გარდაიცვალა 1968 წლის 12 დეკემბერს, ბაქოში. რეჟისორი სამედ მარდანოვის ძმაა.
მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუსტაფა ჩაირიცხა თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში. ის დიდი ინტერესი გამოიჩინა თეატრის მიმართ. მარდანოვი, რომელიც 1910 წლიდან იყო ქალაქის მუსლიმთა დრამატული წრეს წევრი, 1921-1922 წლებში მუშაობდა თბილისის აზერბაიჯანულენოვანი სახელმწიფო თეატრის რეჟისორად. 1924 წელს, მოსკოვის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ბაქოში ჩავიდა, სადაც გააგრძელა მოღვაწეობა აზერბაიჯანის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. იგი როლებს უმაღლესი პროფისიანოლიზმით ასრულებდა. მის გარშემო ცნობილი მსახიობები მუშაობდნენ.
დიდი მოწონება დაიმსახურა მარდანოვის როლმა — „ხლესტაკოვმა“ (ინსპექტორი). მისი როლები „იმამვერდი“ (სევილი), „ლუკა“ (სიცოცხლის ძირში), „შმაგა“ (უდანაშაულო დამნაშავე), „პოლონი“ (ჰამლეტი) და ათობით სასცენო გმირის როლი მაღალი შეფასება დაემსახურა.
თეატრში მუშაობდის დროს, მას ხშირად იწვევდნენ ფილმებში.[3] „მუზდურ გულუ“-(ბისმილლაჰ) მისი პირველი როლი იყო ფილმში. მოგვიანებით მას ფილმებში უფრო ხშირად იწვევდნენ.
1932 წელს რეჟისორმა ნიკოლოზ შენგელაიამ მარდანოვს თავის ფილმში — „26 კომისარი“, მენშევიკის როლი მიანიჭა. 20-იანი წლების ბოლოს და 30-იანი წლების დასაწყისში, მიუხედავად იმისა, რომ ომმა გავლენა იქონია აზერბაიჯანული კინოს განვითარებაზე, ბევრი ფილმი გადაიღეს. თუმცა, მუსტაფა მარდანოვი არ იყო მიწვეული ამ წლების განმავლობაში გადაღებულ ფილმებში. კინოინდუსტრიას ის მხოლოდ 1955 წელს დაუბრუნდა. მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული როლი იყო ჰასან ბეი როლი ფილმში „ის არ იყოს და ეს იყოს“.
რამდენიმე წლის განმავლობაში მარდანოვი ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის თეატრის მსახიობთა კავშირს.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „აზერბაიჯანის სსრ-ის სახალხო არტისტი“ (1943)
- „შრომის წითელი დროშის ორდენის“ ლაურეატი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Azərbaycan Respublikası Mədəniyyət Nazirliyi. C.Cabbarlı adına "Azərbaycanfilm" kinostudiyası. Aydın Kazımzadə. Bizim "Azərbaycanfilm". 1923-2003-cü illər. Bakı: Mütərcim, 2004.- səh. 23.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Zümrüd. Mustafa Mərdanov – 120: Milli kinomuzun sənət fədaisi: [görkəmli teatr və kino aktyorunun yubileyi haqqında] //Səs.- 2014.- 15 yanvar.- S. 13.
- ↑ Ağakişi Kazımov. (22 aprel 2014) Səhnəyə həyatilik gətirən sənətkar az. "Azərbaycan" qəzeti. ციტირების თარიღი: 2017-11-10.
- ↑ Азербайджанской ССР кинематография. Кино: Энциклопедический словарь / Гл. ред. С. И. Юткевич; Редкол.: Ю. С. Афанасьев, В. Е. Баскаков, И. В. Вайсфельд и др. — Москва: Советская энциклопедия, 1987. — стр. 12.