მურმან ღვალაძე
მურმან ღვალაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 26 ივლისი, 1956 |
დაბ. ადგილი | ქუთაისი |
გარდ. თარიღი | 19 ოქტომბერი, 2019 (63 წლის) |
დასაფლავებულია | საბურთალოს სასაფლაო |
მოქალაქეობა |
სსრკ→ საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი |
სამეცნიერო წოდება | მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი |
მურმან დავითის ძე ღვალაძე (დ. 26 ივლისი, 1956, ქუთაისი — გ. 19 ოქტომბერი, 2019, თბილისი) — ქართველი ფარმაკოლოგი, ექიმი-თეორეტიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1956 წელს ქ. ქუთაისში ფილანთროპი ბიზნესმენის დავით ღვალაძისა და პედაგოგ ბაბილინა ამბროლაძის ოჯახში. 1976–1982 წწ. წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. ამავე წელს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მ. ღვალაძე, როგორც წარჩინებული კურსდამთავრებული დატოვა ფარმაკოლოგიის კათედრაზე ასისტენტად. 1986 წლის 14 იანვარს სანქტ-პეტერბურგში გავლილი სასწავლო კურსის შემდეგ მიიღო ექიმი ფარმაკოლოგის კვალიფიკაცია. 1991 წ. საბჭოთა კავშირის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ქ. მოსკოვის, ფარმაკოლოგიის ინსტიტუტის — მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. საკანდიდატო დისერტაცია მ. ღვალაძემ დაიცვა თემაზე — „Поиск и изучение веществ, обладающых протовошоковой активностью среди структурных аналогов рифтироина, фосфекреатина и замещенных пирролов“. 1992 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ სამედიცინო უნივერსიტეტში ფარმაკოლოგიის კათედრაზე სხვადასხვა დროს ეკავა ასისტენტის, უფროსი მასწავლებელის, დოცენტის პოზიციები. [1] 2001 წელს ქ. ქუთაისში სამედიცინო ინსტიტუტ „ქუთაისში“ დააარსა ბაზისური და კლინიკური ფარმაკოლოგიის კათედრა სადაც აირჩიეს მის გამგედ და პროფესორად.
2000–2008 წწ. იყო ქ. თბილისის ე. ფიფიას სახ. სამედიცინო ინსტიტუტის — ბაზისური და კლინიკური ფარმაკოლოგიის ციკლის ხელმძღვანელი.
2010 წლიდან სამედიცინო უნივერსიტეტში როგორც მოწვეული სპეციალისტი სიცოცხლის ბოლომდე კითხულობდა ლექციებს ფარმაკოლოგიის და ფარმაკოთერაპიის დეპარტამენტში.[2]
გარდაიცვალა 2019 წლის 19 ოქტომბერს. დაკრძალულია ქ. თბილისში საბურთალოს სასაფლაოზე.
სამეცნიერო საქმიანობა და აქტივობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მურმან ღვალაძე ავტორია 40- მდე სამეცნიერო ნაშრომის, 3 გამოგონების და 2 პატენტის, რომლებიც ეხება ჰემორაგიული შოკის ფარმაკოლოგიას, Ca 2+ ნელი არხების ბლოკატორებს. არის ახლი ნაერთის (პრეპარატის) „პვ-88“-ის (ლაბორატორიულ სახელწოდება) ავტორი. „პვ −88“ -ის დადებითი ეფექტები გამოვლინდა ლაბორატორიულ ექსპერიმეტებში, კერძოდ ნაერთმა შეძლო ჰემორაგიული შოკის დროს გამოწვეული ნეგატიური შედეგების შემცირება. ღვალაძე არის 3 სადოქტორო და 2 საკანდიდატო დისერტაციის პრაქტიკული ხელმძღვანელი, ასევე ხელმძღვანელობდა სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკულ მუშაობას. მას სამეცნიერო ურთიერთობები აკავშირებდა ჩრდილოეთ კაროლინის გრინვილის უნივერსიტეტთან.
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში წამოაყენა ჰიპოთეზა სიმსივნური უჯრედის და რიგი ვირუსების გენეზისის მსგავსებაზე, რაც დაუკავშირა უჯრედში ტრანსკრიფციის დროს ინფორმაციული რნმ-ის მიერ დაშვებული ციკლურ შეცდომას.
სამეცნიერო ნაშრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი ნაშრომებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს:
- კარდიოტროპული საშუალებების უჯრედული მექანიზმები მიოკარდიუმის ინფარქტის ადრეულ სტადიაზე[3]
- მორფინის სინთეზური ანალოგებისა და მოკლე სტრუქტურის მქონე პეპტიდების მოქმედება ჰემოდინამიკაზე ჰემორაგიული შოკის დროს[4]
- მეთ-ენკეფალინის ანალოგების მოდულირებული მოქმედება ცხოველთა თავისუფალ ქცევაზე და ნეგატიური ემოციური მოქმედების დროს[5]
- პვ-88 მოქმედება ერითროციტების მემბრანის რეზისტენტობაზე ჰემორაგიული შოკის დროს[6]
- პვ-88 მოქმედება მიოკარდიუმის ჟანგვა-აღდგენით პროცესებზე ჰემორაგიული შოკის დროს[7]
- პვ-88-ის ჰეპატოპროტექტური მოქმედება ჰემორაგიული შოკის დროს ექსპერიმენტში[8]
- პვ-88 კარდიოპროტექტული მოქმედება ჰემორაგიული შოკის დროს ექსპერიმენტში[9]
- Arterial And Venous Blood Gas Monitoring In Hemorrhagic Shock[10]
- Изменения окислительно-восстановительных прцессов в печени на фоне воздемствия ПВ-88 при геморрагическом шоке в Эксперименте[11]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]• ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ., 2000 წ. - გვ.294[12]
• თსსუ სამედიცინო ფარმაკოლოგიის კათედრის არსებობის 90-წლის ისტორია (1920-2010 წწ.)[13]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში, 2000 : [თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია / წიგნის რედ. კახა ლორია ; სამეცნ. რედ. დიმიტრი კორძაია.].
- ↑ თსსუ სამედიცინო ფარმაკოლოგიის კათედრის არსებობის 90-წლის ისტორია (1920-2010 წწ.).
- ↑ V საერთაშორისო კონფ. მასალები ექსპ. და კლინიკური ფარმაკოლ. პრობლემებისა და სამკ. საშ. გვერდ. მოვლ. 1980 თბილ. გვ. 36-37
- ↑ თსსი. XXXVIII სამეცნ. სესია, თბილისი, 1-5 II 1988 გვ. 50
- ↑ ფარმაკოლოგთა VI საკავშირო ყრილობა, „ფარმაკოლოგია და სამეცნიერო ტექნ. პროგრესი“ ტაშკენტი, 25-27, X, 1988. გვ. 93.
- ↑ საქართველოს სამედიცინო მოამბე გვ.64, 1999 წ.
- ↑ Black-sea countries III international conference „Advances of clinical and theoretical medicine and biology“ 2001 may PP.64-66
- ↑ სამეცნიერო შრომათა კრებული XLIV 2010 თსსუ. მიძღვნილი 80 წლის იუბილესადმი გვ.112-114 რეფ. <ВИНИТИ>
- ↑ ნოვაცია : პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი / ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი. - ქუთაისი, 2010. - ISSN 1512-3715. - N6. - გვ.79-89. - რეზ. რუს., ქართ. და ინგლ. ენ.. - ბიბლიოგრ. გვ.88-89.
- ↑ Arterial and venous blood gas monitoring in hemorrhagic shock.
- ↑ Georgian Medical NEWS 65-69 Tbilisi-New York 2011 „MEDLINE“
- ↑ [თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია / წიგნის რედ. კახა ლორია ; სამეცნ. რედ. დიმიტრი კორძაია] ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში, 2000 : [თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია / წიგნის რედ. კახა ლორია ; სამეცნ. რედ. დიმიტრი კორძაია].].
- ↑ თსსუ სამედიცინო ფარმაკოლოგიის კათედრის არსებობის 90-წლის ისტორია (1920-2010 წწ.).