მურმან არდია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მურმან არდია
დაბადების თარიღი 6 სექტემბერი, 1937 (1937-09-06) (86 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

მურმან არდია (დ. 6 სექტემბერი, 1937, ზუგდიდი) — გ. 20 ნოემბერი, 2006) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი და პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1962 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი სწავლული აგრონომის კვალიფიკაციით. 1965-1967 წლებში სტაჟირება გაიარა ქ. ლენინგრადის ჰიდროლოგიის საკავშირო სამეცნიერო-კვლევით უნივერსიტეტშ. 1979-1981 წლებში სწავლობდა ქ. ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლის დაუსწრებელ განყოფილებაზე.

1962 წლიდან ეწეოდა საზოგადოებრივ, სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას, ჯერ აგრონომად, ხოლო 1963 წლიდან საქართველოს ნიადაგთმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით უნივერსიტეტში. 1964-1977 წლებში მუშაობდა ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევით უნივერსიტეტში ჯერ უმცროს, ხოლო შემდეგ უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1977-1983 წლებში იყო პარტიულ თანამდებობებზე ჯერ საქ. კპ ცკ-ის აპარატში, შემდეგ ზუგდიდის რაიონული კომიტეტის მეორე მდივნად. 1984-1992 წლებში იყო საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სამმართველოს უფროსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პარალელურად ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის კათედრას ქ. ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობაზე. გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 2 მონოგრაფია. მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით 1988 წელს ქ. თბილისში ჩატარდა საბჭოთა კავშირ-კანადის პირველი სიმპოზიუმი გარემოს დაცვისა და მონიტორინგის პრობლემებზე, ასევე, საბჭოთა კავშირისა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის რწმუნებულთა თათბირი გარემოს დაცვისა და ჰიდროლოგიის სფეროში. მონაწილეობდა აგრეთვე სხვა ქვეყნებში ჩატარებულ სიპოზიუმების მუშაობაში. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1977 წელს „სამელიორაციო მიწებზე სასოფლო-სამეურნეო კულტურების წყლით უზრუნველყოფის და მასზე მოთხოვნილების საკითხები“.

ორგანიზაციის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოს-მდივანი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2001 — ღირსების ორდენი
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მსოფლიოს ბუნებრივი რესურსები : (გამოყენება და ბუნების დაცვა): სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ. (ავტორი). თბ., თსუ, საქ. ეკოლ. მეცნ. აკად., 1998. გვ. 175

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003. გვ. 23
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: ყიფიანი თ., (რედ.), გაჩეჩილაძე თ., სიმონიშვილი გ., თბ., 2003. გვ. 35

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]