მუკუზნის საცხოვრებელი ნაგებობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუკუზნის საცხოვრებელი ნაგებობა – არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში.

დგას სოფლის დასავლეთით 3 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ადგილობრივი მოსახლეობა მას ნადარბაზევს, ცხრააკვანას და ყარალაანთ ნასახლარს უწოდებს. ნაგებობა დიდი ზომის ყოფილა, მისგან მხოლოდ სამი კედელიღაა შემორჩენილი სხვადასხვა სიმაღლეზე, შენობა ნაგები ყოფილა რიყის ქვითა და კირის ხსნარით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]