მსევანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მსევანი
Common Redshank.jpg
ზამთრის შეფერილობა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Tringa totanus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22693211

მსევანი,[1][2][3] წითელფეხა ჭოვილო,[4] წითელფეხა მენაპირე[5] (ლათ. Tringa totanus) — ფრინველი ჩიბუხასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 28 სმ, მასა 120 , ფრთის შლილი 50 სმ. სხეულის ზედა ნაწილი შეფერილია მურა-რუხად, აყრია ჭრელი ლაქები, ხოლო ქვედა — თეთრად. ფეხები ნარინჯისფერ-წითელია. გავრცელებულია ევრაზიაში, სამხრეთი ტაიგიდან ნახევარუდაბნოებამდე, დასავლეთით ტყეტუნდრამდე აღწევს, აღმოსავლეთში არეალი წყვეტილია; გვხვდება საქართველოშიც,[2] სადაც მობუდარია.[3] ბინადრობს ნესტიან მდელოებზე, ბალახოვან ჭაობებში და ტბის ნაპირებზე, გვხვდება მთის ტუნდრაში, 4000 სიმაღლემდე. იზამთრებს ევრაზიის სამხრეთ ნაწილში, აფრიკის სანაპიროების გასწვრივ. ხშირად ბუდობენ ჯგუფებად, იშვიათად — მეთოვლიასებრთა კოლონიებში. დედალი დებს 4 კვერცხს, კრუხობს ორივე მშობელი. გადაფრენას ივლისში იწყებენ და შემოდგომამდე აგრძელებენ. სანადირო ობიექტია, ეტანება სასოფლო-სამეურნეო მიწებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 83, 140, 232, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.
  2. 2.0 2.1 ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 651, თბ., 1983 წელი.
  3. 3.0 3.1 ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 330, თბ., 1987 წელი.
  4. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 140, 177, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.
  5. გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 146, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8