მსაჯულთშეკრებულობა
იერსახე
მსაჯულთშეკრებულობა — ქართლ-კახეთის სამეფოში მდივანბეგთა კოლეგიური სასამართლოს სახელწოდება XVIII საუკუნის 80-იანი წლებიდან. ეს ახალი — უფრო გაქართულებული სახელწოდება მდივანბეგთა, როგორც ცენტრალური ხელისუფლების მოსამართლეთა, ავტორიტეტისა და უფლებამოსილების განმტკიცებას გამოხატავდა. მსაჯულთშეკრებულობა „საქართველოს მსაჯულთშეკრებულობადაც“ იწოდებოდა. მსაჯულთშეკრებულობას შეეძლო ყოველგვარი საქმე გაერჩია. იგი საქმეებს განიხილავდა საკუთარი ინიციატივითა და მეფის, დედოფლის ან ბატონიშვილების დავალებით. მსაჯულთშეკრებულობა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოსაც წარმოადგენდა (გასაჩივრებულ საქმეებსაც განიხილავდა).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კეკელია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 175.
- კეკელია მ., სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი საქართველოში რუსეთთან შეერთების წინ, წგნ. 1, თბ., 1970, გვ. 159-174.