მრავალფოთოლა დროზერა
იერსახე
მრავალფოთოლა დროზერა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Drosera rotundifolia | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 168798 | ||||||||||||||
|
მრავალფოთოლა დროზერა (ლათ. Drosera rotundifolia) — მწერიჭამია, მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. საყვავილე ღერო – 1-3, სწორი, 5-25 სმ სიმაღლის. ფოთლები გართხმულია, მომრგვალო ფორმისაა ან სიგანეზე მომრგვალო-ოვალური, 4-10 მმ სიგრძისა და 4-18 მმ სიგანის. ყვავილები პატარა ზომისაა, თეთრი ფერის, შეკრებილია 1-15-ყვავილიან ვიწრო მტევნებად. გვირგვინის ფურცლები მოგრძო კვერცხისებურია. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება ტორფიან ჭაობებში. გავრცელებულია გურიასა და აჭარაში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და დასავლეთ ევროპას, აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილო ამერიკას.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- * სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 314.